ეს ჩოგბურთელები 2021 წელს როლან გაროსზე ერთმანეთს უკვე დაუპირისპირდნენ და მაშინ ქართველი მეტოქემ სამ სეტში დაამარცხა.
მოგეხსენებათ, ალკარასს ბრწყინვალე სეზონი აქვს. მან წელს 3 ტურნირი, მათ შორის კი ერთ-ერთი მასტერსი (მაიამი) უკვე მოიგო. სწორედ ამ ბრწყინვალე ასპარეზობის შედეგია, რომ ის 18 წლის ასაკში უკვე ტოპ 10-ის წევრია.
ესპანელს უკანა ხაზიდანაც და ბადესთანაც ბრწყინვალედ თამაში შეუძლია. მისი მწვრთნელი
მიუხედავად ამისა, ნიკას თავისი საუკეთესო თამაშის ჩვენებაში მეტოქის დამარცხება უდავოდ შეუძლია და მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის კორტზე ფავორიტებს არ ცნობს. თუ ბასილაშვილი მოახერხებს და თავის შემტევ და ტურში ერთ-ერთ საუკეთესო დარტყმებს შეასრულებს, ალკარასს უდიდესი პრობლემები შეექმნება და ჩვენებური მატჩის წამყვანი მოთამაშე იქნება.
დიდი ალბათობით, გრძელ გათამაშებებში ჩაბმა ჩვენი პლუსი არ იქნება. ნიკა ყოველთვის ცდილობს, იყოს აგრესიული, რამდენიმე დარტყმაში მოამთავროს საქმე და სწორედ ეს უნდა იყოს დღეს ჩვენი პლუსი.
დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 23:30 საათზეა ჩანიშნული, თუმცა შესაძლოა, დაწყების დრო შეიცვალოს. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ დასრულდება ქართველის მატჩამდე ჩანიშნული შეხვედრები.
ალკარასი ადგილობრივი პუბლიკის ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშე და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. ამიტომ დღეს ბასილაშვილს, დიდი ალბათობით, გადაჭედილ ცენტრალურ კორტზე ძალიან ხმაურიანი გულშემატკივრების ბარიერის დაძლევაც მოუწევს, მადრიდის მასტერზე ფანებმა ესპანელი ჩოგბურთელების გულშემატკივრობა განსაკუთრებულად იციან.
იმ შემთხვევაში, თუ ბასილაშვილი ალკარასს გაივლის, ის 1/8-ფინალში მისთვის უკვე კარგად ნაცნობ ბრიტანელ ქემერონ ნორისა და ამერიკელ ჯონ ისნერს შორის უკეთესს დაუპირისპირდება.
თუ ჩვენებური დღეს მოიგებს, საკუთარ რეიტინგს დამატებით 45 ქულას შემატებს. მან ფონინის დამარცხებით 35 ქულა უკვე აიღო, რადგან მადრიდის მასტერსის მე-2 წრეში არასდროს გასულა. დღეს თუ გაიმარჯვა, ჯამში უკვე დამატებით 90 ქულას მოუყრის თავს, რაც რეიტინგისთვის უმნიშვნელოვანესია.
ნიკამ მადრიდის მასტერსზე 48,665 ევრო უკვე გამოიმუშავა, დღეს გამარჯვების შემთხვევაში კი მისი მონაგარი ჯამში 90,745 ევრო იქნება.
უსამართლოდ სჯი
მაგას არაფერი გამოუფენია, პირიქით
ხმას არ იღებს.
უპატივცემოდ ექცევი