ცენტრალურ კორტზე, მასპინძელთან გადაჭედილ ტრიბუნებზე - ვისთან და რა ატმოსფეროში მოუწევს ბასილაშვილს დღეს სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩის ჩატარება

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის მასტერსის მე-2 წრეში დღეს ცენტრალურ კორტზე ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს, 18 წლის ესპანელს, კარლოს ალკარას გარფიას დაუპირისპირდება.

ეს ჩოგბურთელები 2021 წელს როლან გაროსზე ერთმანეთს უკვე დაუპირისპირდნენ და მაშინ ქართველი მეტოქემ სამ სეტში დაამარცხა.

მოგეხსენებათ, ალკარასს ბრწყინვალე სეზონი აქვს. მან წელს 3 ტურნირი, მათ შორის კი ერთ-ერთი მასტერსი (მაიამი) უკვე მოიგო. სწორედ ამ ბრწყინვალე ასპარეზობის შედეგია, რომ ის 18 წლის ასაკში უკვე ტოპ 10-ის წევრია. 

ესპანელს უკანა ხაზიდანაც და ბადესთანაც ბრწყინვალედ თამაში შეუძლია. მისი მწვრთნელი
ჩოგბურთის ლეგენდა ხუან კარლოს ფერეროა, რომელიც კარლოსს ადრეული ბავშვობიდანვე ავარჯიშებს და უძლიერეს სპორტსმენად ჩამოაყალიბა. 

მიუხედავად ამისა, ნიკას თავისი საუკეთესო თამაშის ჩვენებაში მეტოქის დამარცხება უდავოდ შეუძლია და მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის კორტზე ფავორიტებს არ ცნობს. თუ ბასილაშვილი მოახერხებს და თავის შემტევ და ტურში ერთ-ერთ საუკეთესო დარტყმებს შეასრულებს, ალკარასს უდიდესი პრობლემები შეექმნება და ჩვენებური მატჩის წამყვანი მოთამაშე იქნება.

დიდი ალბათობით, გრძელ გათამაშებებში ჩაბმა ჩვენი პლუსი არ იქნება. ნიკა ყოველთვის ცდილობს, იყოს აგრესიული, რამდენიმე დარტყმაში მოამთავროს საქმე და სწორედ ეს უნდა იყოს დღეს ჩვენი პლუსი.

დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 23:30 საათზეა ჩანიშნული, თუმცა შესაძლოა, დაწყების დრო შეიცვალოს. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ დასრულდება ქართველის მატჩამდე ჩანიშნული შეხვედრები.

ალკარასი ადგილობრივი პუბლიკის ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშე და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. ამიტომ დღეს ბასილაშვილს, დიდი ალბათობით, გადაჭედილ ცენტრალურ კორტზე ძალიან ხმაურიანი გულშემატკივრების ბარიერის დაძლევაც მოუწევს, მადრიდის მასტერზე ფანებმა ესპანელი ჩოგბურთელების გულშემატკივრობა განსაკუთრებულად იციან.

იმ შემთხვევაში, თუ ბასილაშვილი ალკარასს გაივლის, ის 1/8-ფინალში მისთვის უკვე კარგად ნაცნობ ბრიტანელ ქემერონ ნორისა და ამერიკელ ჯონ ისნერს შორის უკეთესს დაუპირისპირდება.

თუ ჩვენებური დღეს მოიგებს, საკუთარ რეიტინგს დამატებით 45 ქულას შემატებს. მან ფონინის დამარცხებით 35 ქულა უკვე აიღო, რადგან მადრიდის მასტერსის მე-2 წრეში არასდროს გასულა. დღეს თუ გაიმარჯვა, ჯამში უკვე დამატებით 90 ქულას მოუყრის თავს, რაც რეიტინგისთვის უმნიშვნელოვანესია. 

ნიკამ მადრიდის მასტერსზე 48,665 ევრო უკვე გამოიმუშავა, დღეს გამარჯვების შემთხვევაში კი მისი მონაგარი ჯამში 90,745 ევრო იქნება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
რაოო ? 48 000 ევროო ? ეხლა დოროყა უფრო გააქტიურდება რომ რამე წასცინცლოს კიდდევ ნიკას DD
zura222
03 მაისი 2022 22:23
2
წარმატებები ნიკას!!!
ნინა
03 მაისი 2022 18:28
0
დათოს
უსამართლოდ სჯი
მაგას არაფერი გამოუფენია, პირიქით
ხმას არ იღებს.
უპატივცემოდ ექცევი
თენგო
03 მაისი 2022 13:09
2
შეიძლება კარგი სპორცმენი იყო, მაგრამ ოჯახური "სარეცხი" საქვეყნოდ არ უნდა გამოფინო! ცოლთან ურთიერთობა კაცმა ჟურნალისტებისა და გულშემატკივართა გასარჩევი არ უნდა გახადო. ჩოგნის ქნევას, ცოტა ტვინიც გააქნიე.
დათო
03 მაისი 2022 11:28
66
ნიკას მგონი არასოდეს გაუხდია ეს სახალხო განსჯის საგანი. პირიქი, ჩემი დაკვირვებით, ყოველთვის ერიდება ამ საკითზე ხმამაღლა ლაპარაკს, თვითონ როგორც უთქვამს, შვილის გულისთვის.
odala
03 მაისი 2022 14:32
4
ეგ ლექციები, შენს ნელის მოუყევი! ეგ "სარეცხები" ნელის გამოტანილია და ამიტომ ნიკას მისამართით საყვედურები, ნამდვილად უადგილოა. რაც შეეხება ჩოგნის "ქნევას" ნიკას ტვინი, რომ აქვს, იმიტომაც არის მაგარი ჩოგბურთელი.
დათო! როცა ვინმეს საყვედურობ, ჯობია ჯერ ტვინი მიაყოლო, მერე წერო და იკითხო.
03 მაისი 2022 13:04
5
ნიკა ძმაო! წარმატება!!!!!!!!!!!
გელა.
03 მაისი 2022 11:20
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული