თავი 59-ე - ნადალი და ჯოკოვიჩი "როლან გაროსის" მეოთხედფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთში მიმდინარე "როლან გაროსის" 2000-ქულიანი ტურნირის მერვედფინალური შეხვედრები გაიმართა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი (1) დიეგო შვარცმანს (16) დაუპირისპირდა და 6:1 6:3 6:3 დაამარცხა.

სერბმა ჩოგბურთელმა არგენტინელი კორტიდან გააქრო, თავს საკუთარი თამაში მოახვია და მეოთხედფინალის საგზური 2:17 საათში მოიპოვა.


რაფაელ ნადალმა (5) 4:23-საათიან თრილერში ოჟე ალიასიმი (9) 3:6 6:3 6:2 3:6 6:3 დაამარცხა.

"გრუნტის მეფემ" პირველი სეტი ცუდად დაიწყო, 6 გეიმის თავზე 1:5-ს აგებდა. სამაგიეროდ, მეორე და მესამე სეტებში ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ჯამში 2 შესრულებული ბრეიკით დაწინაურდა. მეოთხე სეტში
კანადელმა იყოჩაღა, მეხუთე სეტში კი ალიასიმს ხელი ყველაზე მნიშვენლოვან, მე-8 გეიმში აუკანკალდა, საკუთარი ჩაწოდება დაკარგა და მატჩიც დათმო.

მეოთხედფინალში ერთმანეთს ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი დაუპირისპირდებიან. მატჩი 31 მაისსაა ჩანიშნული. ლეგენდარული ჩოგბურთელები აქამდე ერთმანეთს 58-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 30-ჯერ სერბმა იმარჯვა, 28 შეხვედრა კი "რაფას" აქტივშია.


მკითხველის კომენტარები / 2 /
ცოტა მეტის დაწერა შეიძლებოდა, მაგრამ არა უშავს და გაასწორეთ 2000 ქულიანია დიდი სლემის ტურნირები. მადლობა
ქუთაისი
14:59 30-05-2022
0

სიახლეები პოპულარული