35 წლის ლეგენდარული ჩოგბურთელი, რაფა ნადალი საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონია.
ესპანელმა ჩოგბურთელმა ფინალში კასპერ რუდი დამაჯერებლად, ანგარიშით 6:3 6:3 6:0 დაამარცხა.
რუდი პირველი ნორვეგიელი მამაკაცი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც დიდი სლემის ფინალში იასპარეზა.
რაც შეეხება ნადალს, აღსანიშნავია, რომ ვეტერანი სპორტსმენი აღნიშნული ტურნირის გამარჯვებული მეთოთხმეტედ გახდა, ამასთან ერთად გეტყვით იმასაც, რომ დიდი სლემის 22-ე ტურნირი მოიგო და უკანმდევ ჯოკოვიჩსა და ფედერერს ორით გადაასწრო.
ნადალმა კარიერაში პირველად მოახერხა, რომ მიჯრით ავსტრალიის ღია პირველობა და როლან გაროსი მოეგო. აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც
ორშაბათიდან რაფა მსოფლიო რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდება და მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლებს.