ესპანელი ტურნირს მუცლის კუნთის ტრავმის გამო ჩაეხსნა. ნადალის კონკურენტი მსოფლიოს მე-40 ჩოგანი ნიკ კირიოსი უნდა ყოფილიყო. შედეგად, ავსტრალიის სახელით მოასპარეზე ჩოგბურთელი ფინალშია.
კირიოსი, კამერონ ნორისა და ნოვაკ ჯოკოვიჩს შორის გამარჯვებულს შეხვდება. შეგახსენებთ, სერბისა და ბრიტანელის დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით