"გმობთ ომს და პუტინის ქმედებებს?" - "უიმბლდონის" წარმოშობით რუსმა ჩემპიონმა კითხვაზე უცნაური პასუხი გასცა

AutoSharing Option
"უიმბლდონის" ქალთა ერთეულთა თანრიგის გამარჯვებული წარმოშობით რუსი და ყაზახეთის სახელით მოასპარეზე ელენა რიბაკინა გახდა.

მან ფინალურ შეხვედრაში ონს ჟაბური სამ სეტში - 3:6, 6:2, 6:2 დაამარცხა. როგორც იცით, წლის მესამე დიდ სლემზე ცნობილი მოვლენების გამო რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს მონაწილეობა არ შეეძლოთ.

რიბაკინა 2018 წლამდე რუსეთის სახელით ასპარეზობდა, მას კითხვა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე დაუსვეს და ასევე გმობდა თუ არა ის პუტინის ქმედებებს. 

-"უიმბლდონმა" მიმდინარე წელს რუსი მოთამაშეები არ დაუშვა, თქვენ დაიბადეთ და გაიზარდეთ რუსეთში, მაგრამ წარმოადგენთ ყაზახეთს, გმობთ თუ არა
ვლადიმერ პუტინის ქმედებებს?

-ბოდიში, შეკითხვა ვერ გავიგე...

-გმობთ ომს და პუტინის ქმედებებს? ვფიქრობ, ხალხს სურს იცოდეს თქვენი პოზიცია

-ბოდიში, ინგლისური კარგად არ ვიცი... შეკითხვის მეორე ნაწილი კარგად ვერ გავიგე. ჩემი მხრივ კი შემიძლია გითხრათ, რომ ყაზახეთს წარმოავდგენ.

მე არ ამირჩევია ის ადგილი, სადაც დავიბადე. ყაზახეთი მტკიცედ მიჭერს მხარს და ხალხს ჩემი სჯერა. დღესაც მათგან დიდი მხარდაჭერა მივიღე, ვნახე ბევრი დროშა... ასე, რომ არ ვიცი როგორ ვუპასუხო თქვენს შეკითხვას.
მკითხველის კომენტარები / 29 /
ყველაფერი კარგად გაიგო,საკითხი ორნაირად იშიფრება: პირველი. რაც უფრო მგონია შოვინისტი ერია, არანაირი ორი რუსეთი არ არსებებს, მცირე ხნით რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და საკმარისი იყო რომ ამაში 100% დავრწმუნებულიყავი.. მეორე კი ახლობლები ყავს იქ, იქ ცხოვრობს და შეიძლება პირადად გმობს მაგრამ გარემოცვა არა,...
გუსანი
10 ივლისი 2022 13:27
12
ღარიბაშვილისგან და რიჟვაძისგან ისწავლა ეს პასუხი
გიორგი
10 ივლისი 2022 12:44
16
თქვენ დაგმობდით საქართველოს? დაგმობდით, მჯერა, მაგრამ არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა თავმოყვარეობა, ღირსება და ა>შ. ეს ყოველივე ჯოგისთვის გასაოცარია. ყველა უნდა დაექვემდებაროს მეინსტრიმს.
o5
10 ივლისი 2022 13:31
16
რუსეთის დაგმობა არავის უთხოვია. მე მთლიან პრესერს ვუყურე ორიგინალში და სთხოვეს ომის და პუტინის დაგმობა, მაგრამ ძალიან მოხერხებულად აირიდა კითხვა. ჩემი აზრით დარიგებული იყო არ ეპასუხა პოლიტიკურ-პროვოკაციულ კითხვებზე. ამას გარდა მრავალი მიზეზია თუ რატომ არ შეიძლება უნდოდეს ადამიანს ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემა, ჩვენ ძალად პატრიოტებს როგორც არ უნდა ეგონოთ. თან ვიღაცებივით ახლა არ შეუცვლია ამ გოგოს 'სამშობლო'. 2018 წლიდან გამოდის ყაზახეთის სახელით.
odala
10 ივლისი 2022 13:55
11
საქართველო ვინმეს დაესხა თავს, ომი დაიწყო, დაიპყრო და ჩვენ არ ვიცით? დაფიქრდით ხოლმე ხანდახან, არაა რთული.
o5-ს
10 ივლისი 2022 18:24
4
ეს გოგონა მამით ებრაელია,დედით კი უკრაინელი გახლავთ! აინტერესებს მხოლოდ წარმატებები სპორტში და ფულადი დიდი პრიზები და პრემიები! დანარჩენი სულ ცალ ფეხზე ჰკიდია! მალე ამერიკაში გადავა საცხოვრებლად, როგორც მარია შარაპოვა გადავიდა თავის დროზე ამერიკაში….
გიორგი
10 ივლისი 2022 18:54
4
ძალიან კარგი პასუხი.
გია-გივი
10 ივლისი 2022 14:18
16
RASAC UPRTXODNEN UIMBLDONIS ORGANIZATOREBI ZUSTAD IS MIIGES!! MAINC RUSMA MOIGO....
Hm
10 ივლისი 2022 14:52
4
ამ გოგოს ალბათ დიპლომატიური განათლება აქვს მიღებული!
ვაჟა მასწავლებელი
10 ივლისი 2022 15:29
2
რუსები იმიტო არ დაუშვეს რომ ეს სცენა აერიდებინატ ვაი თუ რუსს მოეგო და თუ ასე პირდაპირი კავშირი აქ რუსეთთან რომ ეს კითხვა დაუსვეს მაშინ უნდა მოეფიქრებინათ რამე რო არ მიეღო მონაწილეონა თორე მედვედევსაც აქ დაგმობილი ან არ უნდა ეკითხათ თუ პირდაპირი კავშირი არ აქ როგორ მაგალითად ავსტრალიელს ან არ უნდა დაეშვათ თუ პირდაპირი კავშირი აქ მიუხედავად იმისა რო ყაზახეთის სახელით გამოდის
ნოდო
10 ივლისი 2022 15:36
13
რუსების არ გაღიზიანება საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკაა და რატომ გიკვირთ ამ პატარა გოგოსგან ვისი მშობლებიც რუსეთსი ცხოვრობენ? უბრალოდ ეშინია ავადმყოფი პუტინის.
ამაშია საქმე
11 ივლისი 2022 11:19
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული