დღეს, 3 სექტემბერს, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებს უნდა ვუმასპინძლოთ, რომელიც თბილისის სპორტის ახალ სასახლეში, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, 4 ივლისს დავამარცხეთ (ოვერტაიმში 82:76). მეტოქეს ახლა ერთგვარი შურისძიების სურვილი ექნება და რთული მატჩი გველის.
ილიას ზუროსის გუნდმა პლეი-ოფში თამაშის შანსები შეიმცირა, თუმცა ამისთვის იქნებ უკანასკნელ 2 ტურში მთავარი კონკურენტების,
ახლა ყველაზე მეტად გოგა ბითაძის ბედი გვაღელვებს, რომელმაც თამაშის გაგრძელება ტრავმირებულმა სცადა, თუმცა ვერ შეძლო. თორნიკე შენგელიას დანაკლისის შემდეგ ეს კიდევ ერთი დიდი დარტყმა იყო. მთავარია, გოგა მძიმე დაზიანებას გადაურჩა.
სანდრო მამუკელაშვილმა ბელგიასთან გუნდს გადამწყვეტ და კრიტიკულ მომენტებში მშვენივრად ულიდერა. მთავარია, ოპტიმიზმი არ დავკარგოთ და დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ. საქართველოს ნაკრების ყველა შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.
შაბათის საკალათბურთო მატჩის შემდეგ (22:45) ხვიჩა კვარაცხელიას (რომელიც იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ სერია "ა"-ს აგვისტოს თვის მოთამაშედ დაასახელა) "ნაპოლი" რომში "ლაციოს" ესტუმრება. ლუჩანო სპალეტიმ კარგად დაინახა, რომ როტაციამ არ გაამართლა და მიუხედავად იმისა, "ლივერპულთან" საჩემპიონთალიგო შეხვედრა კარსაა მომდგარი (ოთხშაბათს), ოპტიმალურთან მიახლოებულ შემადგენლობას ველით.
ნეაპოლურმა კლუბმა რომაელებს ბოლო ხუთიდან 4 მატჩი მოუგო და 13 გოლი გაუტანა. "სტადიო ოლიმპიკოზე" გამართული უკანასკნელი შეხვედრა დრამატული გამოდგა და სტუმრებმა 94-ე წუთზე გაიმარჯვეს.
როგორც "ლაციოს", ასევე "ნაპოლის", 8 ქულა აქვთ. რომაელებმა წინა საშინაო მატჩში პედროს აქტიური შემოსვლის შემდეგ "ინტერი" (3:1) დაამარცხეს. ევროტურნირებზე ისინიც მონაწილეობენ, ევროპა ლიგაზე "ფეიენოორდს" უნდა უმასპინძლონ.
ხვიჩა კვარაცხელიას, რომელსაც იტალიის ჩემპიონატში 3 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს, იტალიის ნაკრების 28 წლის მცველთან, მარიო ლაცარისთან დაპირისპირება მოუწევს. მას "სკუადრა აძურაში" არგენტინასთან "ფინალისიმაში" წარუმატებელი (0:3) დებიუტი ჰქონდა. ლაცარი კარგი დრიბლინგით გამოირჩევა, იერიშებზე ფიქრობს და "კვარას" შეტევაში მასთან უპირატესობის შექმნა შეუძლია.
ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზე" პირველი ქულ(ებ)ის მოპოვებას "სასუოლოსთან" საკუთარ მოედანზე შეეცდება.
კრემონელებმა კიდევ ერთი ცენტრალური მცველი, შოტლანდიელი ჯეკ ჰენდრი იჯარით აიყვანეს, რომელიც ქართველი ფეხბურთელის (მარცხენა ცენტრალური მცველი) პირდაპირი კონკურენტია. შეხვედრა კვირას, 4 სექტემბერს, ჩვენი დროით 14:30 საათზე დაიწყება.
იტალიიდან ესპანეთში გადავინაცვლოთ, სადაც გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" "ხეტაფეს" დაუხვდება. 3 ტურის შემდეგ ორივე გუნდი არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობაშია. "მამარდა" "ატლეტიკოსთან" ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, თუმცა გუნდი მაინც (0:1) დამარცხდა.
ვალენსიურმა კლუბმა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ჯასტინ კლუივერტი და ილაიშ მორიბა შეიძინა, გუნდი კი მაქსი გომესმა და ვიცე-კაპიტანმა კარლოს სოლერმა დატოვეს, რომელიც პსჟ-ში ჩაირიცხა. გატუზოს გუნდში ედინსონ კავანის დებიუტს ველით.
"მესტალიაზე" შეხვედრა კვირას, 4 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.
დღეს საქართველო ევრობასკეტს იწყებს - კალენდარი
"ნაპოლი" ხვიჩას ინდივიდუალიზმს იყენებს, სპალეტის შეტევაში მეტი ორგანიზება სჭირდება...
ნაპოლის ყველა თამაში უკვე ზეიმია ჩვენთვის იმედია მალე გაშინაურდება ხვიჩა და ეს მღელვარება მალე გადაივლის რაც გამოწვეულია თამასის თავიდანვე ასე აწევით. უცბად მოექცა მთელი იტალიის ყურადღების ცენტრში, ამავდროულად მთელი საქართველო მისგან ყოველთვის მაქსიმუმს ელოდება და ფსიქოლოგიურად რთულია გამკლავება მაგრამ პროფესიონალია, გამოცდილი ხალხის გვერდითაა და ნელ-ნელა ამ წნეხის ქვეშ გახსნილად თამაშსაც ისწავლის. დღეს სერიოზული მეტოქე ყავს ნაპოლის და ეს კიდე დამატებითი მოტივაცია იქნება მისთვის რო კარგად წარმოაჩინოს თავი. იმედია გუნდში მეგობრული და ერთსულოვანი განწყობაა