![](https://sportall.ge/pictures/image5/24020b0851efe74d1474334675fa0b83.jpg)
მონპელიეს ტურნირის მეორე წრეში დამარცხების შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა (87) ასპარეზობა როტერდამის 500-ქულიან ტურნირზე საკვალიფიკაციო ბადედან გააგრძელა და ნიდერლანდელი მაქს ჰოუკსი (328) 6:4 6:4 დაამარცხა.
მატჩი საათი და 17 წუთი გაგრძელდა.
ნიკა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფრანგ კონსტანტ ლესტენსსა (48) და გერმანელ მაქსიმილიან მარტერერს (149) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ძირითად ბადეში გადავა.