კარლოს ალკარასმა იანიკ სინერთან არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა. რეიტინგის ლიდერი იტალიელს მაიამის მასტერსის ნახევარფინალში დაუპირისპირდება. ურთიერთშეხვედრებში ესპანელი ანგარიშით 3:2 ლიდერობს.
- ნახევარფინალში სინერს დაუპირისპირდები, რომელთანაც უკვე 5 მატჩი გამართე და სერიოზული მეტოქეობა გაქვს. როგორია თქვენი ურთიერთობა კორტს მიღმა? კარგად ეწყობით ერთმანეთს?
- ჩვენ საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ერთმანეთს ვესალმებით და ველაპარაკებით. რამდენჯერმე ერთადაც ვივარჯიშეთ. იანიკი ძალიან კარგი ადამიანია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. კამერებს მიღმაც ბევრი სასიამოვნო მოგონება გვაქვს.
- ის დონე, რაც ფრიცთან გვანახეთ, საკმარისი იქნება თუ არა ტურნირის მოსაგებად?
- მე ვცდილობ, რომ ჩემი თამაშის ხარისხი ყოველ ჯერზე გავაუმჯობესო. დღევანდელი მატჩი მართლაც მაღალი დონის იყო, თუმცა იანიკი შესანიშნავ ფორმაშია. შესაბამისად, ფინალში გასასვლელად მსგავსად ან უკეთესად უნდა ვითამაშო. არასდროს ვფიქრობ, რომ ჩემი თამაში საკმარისი იქნება ტურნირის მოსაგებად. როგორც უკვე ვთქვი, ვცდილობ, ყოველდღიურად მოვუმატო. ვნახოთ, რა გამოვა. თითოეული მატჩი განსხვავებულია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
შეგახსენებთ, კარლოს ალკარასი და იანიკ სინერი ერთმანეთს ინდიან უელსის მასტერსზეც ნახევარფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, სადაც ესპანელმა 2:0 იმარჯვა.
მოამზადა ალექსანდრე თვალავაძემ
19 წლის კარლოს ალკარასი მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანია
"არ ვფიქრობ, რომ ჩემი შვილიშვილი ნადალის წარმატებებს გაიმეორებს..." - ალკარასის ბაბუა
.