19 წლის კარლოს ალკარასი მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანია

AutoSharing Option
დღეს, გამთენიისას, აშშ-ის ღია პირველობის ფინალური მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს კასპერ რუდი და კარლოს ალკარასი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ესპანელის გამარჯვებით, 6:4, 2:6, 7:6, 3:6 დასრულდა.

19 წლის ჩოგბურთელი დიდი სლემის გამარჯვებული პირველად გახდა და რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.

ალკარასი გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელიც 19 წლის ასაკში პირველი ჩოგანი გახდა. აქამდე რეკორდი ლეიტონ ჰიუიტს ეკუთვნოდა, ავსტრალიელმა აღნიშნულს 20 წლისა და 9 თვის ასაკში მიაღწია.


მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯოკოვიჩი არ ათამაშეს და კი იქნებოდა "პირველი"
ჯოკოვიჩი
20:42 12-09-2022
3
ყველა ნიჭიერ სპორტსმენს გაუმარჯოს !
ქიტესა
20:39 12-09-2022
0

სიახლეები პოპულარული