35 წლის ჩილიჩი წარმატებით დაბრუნდა და ATP-ს ისტორიაში ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
ლეგენდარული ხორვატი ჩოგბურთელი მარინ ჩილიჩი ATP-ტურში წარმატებით დაბრუნდა და ATP-ს ისტორიაში ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ჩემპიონი გახდა (777 ნომერი).

ხორვატმა ჩოგბურთელმა ჰანგჟოუს ATP250-იან ტურნირზე 5 მატჩის მოგება შეძლო და პირველ ადგილს დაეუფლა.

შეგახსენებთ, 35 წლის მარინ ჩილიჩმა 2024 წლის თებერვლის შემდეგ ATP-ტურნირზე პირველად ითამაშა.

მარინის სტატისტიკა ამ წუთისთვის ასეთია: 21 ATP ტიტული, US OPEN-ის ჩემპიონი, 3 დიდი სლემის ფინალი, 585 მოგებული მატჩი.

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული