ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა! [VIDEO]

AutoSharing Option
ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში მსოფლიოს ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, რომელმაც შეჯიბრება მსოფლიო რეკორდებითა და ჩემპიონობით დააგვირგვინა.

მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ატაცში 210, 215 და 220 კილოგრამი დაძლია, აკვრაშიც სამივე ცდა გამოიყენა (243, 250, 257) და ჯამში 477 კილოგრამით მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. მან თავისივე რეკორდი 4 კილოგრამით გააუმჯობესა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ატაცში 220 კილოგრამიც მსოფლიოს რეკორდია. მანამდე მას 117 კგ ჰქონდა აწეული.


ასე და ამგვარად, ანაჰაიმში ქართული ჰიმნი ამაყად აჟღერდა.
კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე აღმოჩნდა ირანელი საეიდ ალიჰუსეინი, ხოლო მესამე იყო ასევე ირანელი ბეჰდად სალიმიკორდასიაბი.


საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიული შედეგით, ჯამში 7 მედლით დაასრულა და გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. ქართველი ძალოსნების ანგარიშზე 5 ოქრო და თითო ვერცხლი და ბრინჯაოა. შეგახსენებთ, რომ ანაჰაიმში მანამდე ქალთა შორის 90 კგ-ში მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ანასტასია გოტფრიდმა, ხოლო შოთა მიშველიძემ 62 კგ-ში ბრინჯაო მოიპოვა. საქართველოს ნაკრებიდან უმედლოდ მხოლოდ რევაზ დავითაძე (85) დარჩა, რომელმაც მეხუთე ადგილი დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 38 /
ეს მგონი უკვე მსოფლიო ლეგენდააა ამ ასაკში!!! ბრავოო დაჯერებელია ესე ადვილად როგორ წევს
მიშა
06 დეკემბერი 2017 10:19
0
ძლიერი და ღირსეული ლაშა ტალახაძე... უდიდესი სპორტსმენია... ის ირანელი როგორ უღირსად იქცეოდა, მას თავისივე ბოღმა შეუშლის ხელს შედეგების მიღწევაში... ჩვენი ღირსეული, ქართველი ტიტანი კი ყველანაირ რეკორდებს მოხსნის აუღელვებლად და ჩვენს გასახარად...
პრომეთე
06 დეკემბერი 2017 12:18
0
გენეტიკაააააააააააააააა!!!!!!!!!ვულოცავ ლაშას!!!!!!!!!!!!!! ადრე კომენტარებში ვნახე მისი ახლობელი წერდა, რომ ლასას დიდი პაპა ისეთი ძლიერი იყოვო, რომ ხარს კისერს ხელებით უგრეხდაო!!!!!!!!!!!!!! არ იკარგება არაფერი......რომელიღაც თაობაზე მაინც გადმოდის....
nia
06 დეკემბერი 2017 11:37
0
გაუჭირდებოდა! :-)
ყველას გილოცავთ; ლაშას კიდევ ბევრჯერ ესახელებინოს ქვეყანა
იმ გაბღენძილ ირანელს რა უნდოდა, რას იბერებოდა ვერ გავიგე; ლაშას ეჯიბრებოდა? რომელ შტანგასაც ხელი მოჰკიდა, ყველა რომ აეწია, 10 კგ-ით მაინც წააგებდა
მერაბი გ.
06 დეკემბერი 2017 10:17
0
ვულოცავ ჩვენს გოლიათს მორიგ უდიდეს წარმატებას და მომავალში კიდევ არაერთი მიგველოცოს !!! სულ დალოცვილი და გახარებული გამყოფოს უფალმა !!!

ერთ ინტერვიუში თქვა ლაშამ, რომ ოლიმპიადის შემდეგ საქართველოში ერთ-ერთ მიღებაზე ტორტი მოიტანეს და ასანიძემ ზედ 500კგ დააწერაო, რომ ვკითხე 500 რატომო, ასე მითხრაო: ეს იქნება ჩვენი მიზანი მომავალი ოლიმპიადისთვისო, მე კიდევ ეს მისი ნათქვამი არ გამიხადაო... ;))))

წარმატებები კიდევ ერთხელ და მრავალგზის !!!
დათო
06 დეკემბერი 2017 19:35
0
ფენომენია ეს ბიჭი.ვულოცავ მას და ვულოცავ საქართველოს.
სოსო
06 დეკემბერი 2017 19:33
0
გილოცავ ამ დიდ გამარჯვებას და მსოფლიო რეკორდსმენობას! მოგველოცოს კიდევ მრავალი გამარჯვება!
ლევანი
06 დეკემბერი 2017 14:37
0
მშვენიერი საყურებელია ამ კაცის ყურება, თავის მიმართაც თბილად განგაწყობს. წარმატება!
რეზო
06 დეკემბერი 2017 13:56
1
ყველა ამაყი ვართ! სიხარულის სიხარუული ულევი.
amiran
06 დეკემბერი 2017 12:03
0
https://www.youtube.com/watch?v=tPmS3VutTPc აგერ მთლიანი გამოსვლა!!
ძალოსნობა
06 დეკემბერი 2017 10:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული