ვიღაც და რაღაც გაბუნია არ უნდა ქილიკობდეს - ლაშა ტალახაძის პოსტი სოციალურ ქსელში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი ძალოსანი და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე გუშინ "რუსთავი 2"-ის ეთერში გადაცემა "არჩევანის" წამყვანის, გიორგი გაბუნიას ნათქვამ ფრაზას გამოეხმაურა.

"ძაან თავს ვიკავებ მსგავსი კომენტარებისგან, მაგრამ ეს უკვე ზედმეტია. როცა ქრისტიანობას, სარწმუნოებას, რომელიც გვწამს, გვჯერა და გვაიმედებს, ესე ვიღაც და რაღაც გაბუნია არ უნდა ქილიკობდეს", - წერს სოციალურ ქსელში ლაშა ტალახაძე.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ გადაცემა "არჩევანში" წინასიტყვაობისას გიორგი გაბუნიამ მხატვარ ლია უკლებას მიერ შესრულებული ნახატი "თვითმკვლელი მარიამი" შეაფასა.

გაბუნიამ თქვა, რომ ეს სათამაშო პისტოლეტია, მარიამი თავს ვერ მოიკლავს და იესოსაც გააჩენს.
მკითხველის კომენტარები / 29 /
ისე გააბითურეს ე.წ. "მორწმუნეებმა" სიტყვები "მართმადიდებლობის მიმდევრები", მისი გაგონებაც ალერგიას იწვევს უკვე. ვინმეს სადმე, რომელიმე ერში ან ინდივიდებში, გაგიგიათ, რომ ყველა ბრუნვაშე ებრუნებინათ "მე მართმადიდებელი ვარ", მე იუდეველი ვარ, მე კათოლიკე ვარ, მე მუსლიმი ვარ და ამით ტრაბახობდნენ? არა!!! და თუ გაგიგონიათ, ისინი ყველა ფუნდამეტალისტი მორწმუნენი არიან (მაგ. ისლამისტი ფუნდამეტალისტები), რომლებიც ხორცმეტებად ექცა ცივილიზებულ სამყაროს. თუ ე.წ. "მართმადიდებლებმა" ასე გააგრძელეს, იმ დაწყეულ ისლამისტენსაც გაასწრებენ ფუნდამეტალიზმში. სამწუხაროდ ამის ნიშნები უკვე გამოიკვეთა ამ მაისის დღეებში. თუმცა მინდა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანები დავამშვიდო და უთხრა, რელიგიურ ფუნდამეტალიზმს, საქართველოში არანაირი მომავალი არა აქვს.
აკო
30 მაისი 2018 11:19
5
დიდი განათლება არცაა საჭირო მიხვდე რა ავაზაკი და პროვოკატორია ჯულიეტოვნა..და ლაშას განათლებაზე მითითება კი სულ ცოტა არა კორექტულია.
პაატა
26 მაისი 2018 14:09
0
badri - "ლაშა, წინ დიადი გამარჯვებებისკენ! პლანეტის უძლიერესო მამაკაცო!". ურა!!!!!!!!!!!!!!! ვაშა!!!!!!!!!!!!!! მრავალჟამიერ!!!!!!!!!!!!
valodia ulianov-lenin
25 მაისი 2018 15:53
1
"მზგავსი" არა ლაშა, მსგავსი
ენა, (მამული, სარწმუნოება)
24 მაისი 2018 15:22
9
არ გინდათ ჯულიეტა იყოთ და ცალი თავლი არ გქონდეთ?))
giorgi
24 მაისი 2018 14:58
13
მანდაც შვებოდა????
დათა
24 მაისი 2018 16:22
1
ტალახაძე არის კაცი, რომელიც დარწმუნებული ვარ შენგან განსხვავებით თავისი სამშობლოს დროშას მსოფლიოში გამარჯვებებით დაატარებს და თავის ქვეყანას და ერს საქვეყნოდ სახელს უთქვამს, მითუმეტეს რომ პოლიტიკაში არ ერევა და უბრალოდ თავის აზრს აფიქსირებს როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და პატრიოტი!!! ის მხოლოდ შენი დონის ინდივიდებს გონიათ რომ თუ სპორცმენი ხარ ან შტანგა უნდა აწიო, ან ბურთი აგორავო და ან ირბინო. ვერც კი წარმოგიდგენია ეტყობა რომ სპორცმენიც შეიძლება იყოს განათლებული და საკუთარი პოზიციის მქონე. თუ გაგიგია ასეთი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, დავით ყიფიანის შესახებ? ერთი მაგის ინტელექტზე მოიკითხე მათთან ვინც მას იცნობდა და ან გაუგიათ მასზე რამე!!! ყველას შენი თავის საზომით ნუ ზომავ ნიჭიერო!!! პ.ს. იმას მაინც თუ აქცევ ყურადღებას, რამდენიც ტალახაძე წონის ასაწევად გამოდის, პირჯვარს რომ იწერს?! გაიხარე ლაშა!!!
ronaldo - s
24 მაისი 2018 12:10
1
გაიხარე მეგობარო.მაგ სიის საკმაოდ გაგრძელება შეიძლება და იმავე პერიოდის დინამოდან,დიდი მანუჩარ მაჩაიძის ან დიდი ნოდარ ახალკაცის ცოდნა,განათლება,ინტელექტზეც მოიკითხონ რამე,შორს წასვლა რომ არ დასჭირდეთ,ჩვენი ლაშა კი,თავის საქმეში უკვე პროფესორიცაა და რეკორდსმენიც,მაგას ტალანტისა და იტელექტის გარეშე ვერ მიაღწევ.ლაშას კი ერთ შესწორებას მეც მივცემ;არსებითი სახელი არის ყველაფერი ის,რაც პასუხობს კითხვაზე ვინ და რა.აქედან არის კიდევ დაყოფა სულიერში,ვინ ითქმება ადამიანზე,ხოლო რა არისო,ცხოველზე,ფრინველზე ან ზოგადად სხვა სულიერ არსებაზე.ახლა მივადგეთ ადამიანის განსაზღვრას,მასაც საკმაოდ მრავალფეროვნება ახასიათებს,მაგრამ ერთადერთი განმსაზღვრელი და განსაკუთრებული განსხვავება ადამიანს ცხოველისაგან აქვს ზნეობრიობა.შესაბამისად ადამიანი არის ზნეობრივი ცხოველი და როგორც კი ზნეობას მთლიანად ჰკარგავს,ის ხდება ადამიანის ჯიშის ცხოველი.ახლა თუ ვინმე დამიწყებს მტკიცებას,რომ გაბუნიას და მის ირგვლივ მყოფთაგან საკმაოდ ბევრს,აქვთ შემორჩენილი ზნეობის რაიმე ნიშანი,ეს ამის მამტკიცებლის ზნეობისათვის გასარჩევად მიმინდვია.შესაბამისად როცა ტალახაძე აცხადებს ვიღაცა ან რაღაცა გაბუნიაო,აქ სიტყვა ვიღაცა,აშკარად ზედმეტადაა ნახმარი,რჩება რაღაცა გაბუნია,რომელსაც ასევე ორნაირი გაგება აქვს,ერთია სიტყვა რაღაცა,რაღაც გაურკვეველს რომ ნიშნავს და მეორეა,როცა ეს სიტყვა სრულიად განსაზღვრულ რამეს ნიშნავს და მისი მნიშვნელობა ყველამ იცის,თუმცა ლაშა ტალახაძეს დავას აღარ დავუწყებ,რადგან ამ სიტყვის ორივე მნიშვნელობა ზედმიწევნით შეესაბამება გაბუნიას.
პ.ს.ლაშა ტალახაძე მთელ მსოფლიოში იცავს საქართველოს ღირსებას და არავის აქვს უფლება დაუშალოს საქართველოს ღირსების დაცვა საქართველოშიც.ჭირიმე შენი!!! როგორც იტყოდა ჩვენი კახი კავსაძე.
სოსო
26 მაისი 2018 20:57
0
გ ა ბ უ ნ ი ა არის „დემონ-კრატიული“ ტელევიზიის „დემონ-კრატიული“ გმირი ანუ გახრწნილი გადაცემების სულიერად მკვდარი წამყვანი. რაც იმის მაგალითია რომ, როგორც იქნა „მგელი“ (იგულისხმება ყ ვ ე ლ ა - ვინც საქართველოში ენას, მამულს და სარწმუნოებას ებრძვის) ცხვრის ტყავიდან გამოძვრა და სრულიად დაგვანახვა თავისი სახე.
საქართველოს მოქალაქე
24 მაისი 2018 11:34
0
გაბუნიას გამოხტომებს აინშტაინიც უკომენტაროდ დატოვებდა, ინტელექტუალურ დისპუტს რაც შეეხება და იმასაც დავამატებ, რომ ლაშა ბევრ არასპორტსმენზე უფრო ინტელექტუალურია, არაუშავს ბევრი მკრეხელი ყოფილა ისტორიაში და ბევრი აღარ არის, ცუდია რომ არ ფიქრობენ სიკვდილზე, სულიერ ამაღლებაზე მეტად იზრუნებდნენ, ქრისტინობა კი იყო, არის და იქნება, დიდება უფალს
mari
24 მაისი 2018 11:25
0
Erti rame unda gavigot rodesac saqme exeba samshoblos enis sarcmuneobis usafrtxoebas am shemtxvevadhi yovelhgvri tolerantoba da liberalizmi imat mimart vinc am usaftxoebas angrevs aris galati.ase rom mag lamazi sitvebit erti adgili sxvagan atamashon yvela drosa da yvela qveyanashi asrti xalxi amtrebad itvlebodnen da maincadamainc chventan gamoyavt demokratiis mamebad.lasha zalian kargi kaci xae sasaxelo ai aseti xalxia samshoblos rom.asaxeleben da ara gabunias smsgavsni
Beso
24 მაისი 2018 10:12
1
გაბუნიას მსგავსი ხალხის დასაოკებლად უბრალოდ პასუხები არ კმარა და საერთოდაც ცოტა უფრო მაღალი ინტელექტის ხალხმა ითავოს ეს საქმე უკეთესი იქნებოდა თორემ ცოტა სასაცილო ოპონირება გამოდის. ლაშა მთელ ქვეყანას უყვარს და საწყენად არ მითქვამს, უბრალოდ სპორტსმენი კაცია და ვერ გაქაჩავს ამგვარ დისპუტში და უნდა მოერიდოს...
levani
24 მაისი 2018 07:36
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული