ფოტო: facebook.com/GEOWF/
11 აპრილს ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე ნათია გადელიამ 76 კილოგრამი წონითი კატეგორიის B ჯგუფში ასპარეზობა დაასრულა.
14 წლის გადელიამ, რომელსაც საერთაშორისო სარბიელზე დებიუტი სწორედ ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა, სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა როგორც ატაცში, ასევე აკვრაში.
ევროპის პირველობის დებიუტანტმა მწვრთნელთა ყველა დავალება ზედმიწევნით შეასრულა. გადელიამ პირველ დისციპლინაში 57, 61 და 64 კილოგრამი დაძლია. მეორე დისციპლინაში კი 77 კილოგრამით დაიწყო და შემდეგ 83 და 85 კილოგრამი დაძლია.
გადელიამ ორჭიდის (64+85 კგ) ჯამში 149 კილოგრამს მოუყარა თავი და
ჯგუფში მეექვე ადგილი დაიკავა.
B ჯგუფში საუკეთესო შედეგი მოლდოველმა ელენა ჩილჩიკმა აჩვენა, რომელმაც ორჭიდის ჯამში 211 კილოგრამი დაძლია.
18:00 საათიდან ევროპის მოქმედი ჩემპიონისა და მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი რევაზ დავითაძე (89) იასპარეზებს.