გერმანელმა ჟურნალისტმა ჰაგო სეპელტმა დოკუმენტურ ფილმში ქართველი ძალოსნის, ლაშა ტალახაძის მიმართ ცრუ ბრალდება გააჟღერა, რასაც საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია არგუმენტირებულად გამოეხმაურა.
"მსურს გამოვეხმაურო რამდენიმე დღის წინ გერმანელი ჟურნალისტის, ჰაგო სეპელტის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც ქართველი ძალოსნის, ლაშა ტალახაძის მიმართ ცრუ ბრალდება გაჟღერდა.
თავდაპირველად მსურს ჟურნალისტიკის მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვხატო. მოგეხსენებათ, მედია უნდა ეყრდნობოდეს ფაქტებს და ფართო აუდიტორიამდე მიწოდებულ მასალას არგუმენტირებულად ასაბუთებდეს. სამწუხაროდ, ჰაგო სეპელტმა ყოველგვარი დასაბუთებული არგუმენტის და ფაქტის იგნორირების ხარჯზე საზოგადოებას მიაწოდა აღმაშფოთებელი საკითხი, თითქოსდა, ლაშა ტალახაძეს არასოდეს
ჩაუბარებია არასაშეჯიბრო სინჯები რიოს ოლიმპიადამდე, რაც აბსოლუტური სიცრუეა და რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც, რა თქმა უნდა, მოგვეპოვება, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ.
ვარ საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორი. მქონდა პატივი, პირადად გამეცა აკრედიტაციები გერმანელი ჟურნალისტების ჯგუფისთვის, გრიტ ჰარტმანის ხელმძღვანელობით. მახსოვს ის დღე, როდესაც ეს ქალბატონი შემოვიდა აკრედიტაციის ოთახში და აკრედიტაციების მიწოდებასთან ერთად შევთავაზე დახმარება ნებისმიერი ადეკვატური თხოვნის შესაბამისად.
იმ შემთხვევაში, თუ გრიტ ჰარმანს რაიმე დოკუმენტაცია სჭირდებოდა ან კითხვა ჰქონდა, ამის კიდევ ერთი კომფორტული შანსი გააჩნდა, როდესაც პატაიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე ვიმყოფებოდით და სადაც ჩვენი გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთა. ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო არც ერთი გერმანელი ჟურნალისტი არასოდეს მიახლოებია ლაშა ტალახაძეს ან საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის სხვა ოფიციალურ წარმომადგენელს საჭირო ინფორმაციის მისაღებად.
მაინტერესებს გავიგო, რა იყო ამ შოუს დადგმის მიზანი, რას ემსახურებოდა ეს ყოველივე? ფართო აუდიტორიაზე მანიპულირებას?
ლაშა ტალახაძე გთავაზობთ ADAMS ჟურნალის ინფორმაციას, რომელიც შეიძლება მარტივი და ეფექტური რესურსი იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. ხაზგასმულია თარიღები 2015-16 წლებში, სწორედ არასაშეჯიბრო სინჯების შეგროვების პერიოდი, როდესაც ARD-მა განაცხადა, რომ ლაშა ტალახაძე არ შემოწმებულა ვარჯიშების პერიოდში.
"იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია საკმარისია იმის გასაგებად, თუ რამდენად დიდია სინჯების აღების სიხშირე. მსურს ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო ჩემს თანამებრძოლებს ტოკიო 2020-ის გზაზე", - ლაშა ტალახაძე.
ჯერ კიდევ მაქვს იმედი, ჰერ ჰაგო სეპელტს ეყოფა გამბედაობა, გადახედოს თავის დამადანაშაულებელ განცხადებებს, ჭეშმარიტებისა და ეთიკური პრინციპების დაცვის მიზნით. საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია მზად არის, ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან", - წერს საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით ყიფშიძე.

ჰაიო ზეპელტი ჩიტირეკია ან ფულზე დაგეშილი სამხრეთელი აფერისტი ან რუსი თაღლითი არ გეგონოთ!
ჰაიო ზეპელტს სპორტის დოპინგისგან და კორუფციისგან გასუფთავებასა და გაჯანსაღებაში განსაკუთრებით დიდი დამსახურებისთვის შარშან გადაეცა გერმანიის უმაღლესი ჯილდო ორდენი. ეს მას გადასცა გერმანიის პრეზიდენტმა ჰანს შტაინმაიერმა.
ზეპელტი გერმანიის მთავარი ტელევიზიის დოპინგ სპეციალისტია, სხვადასხვა დროს მან არაერთგზის ამხილა სპორტში კორუფციის და დოპინგის გამოყენების შემთხვევები, მათ შორის ძალიან დიდი სახელის მქონე სპორტსმენების მიერ.
მტრად მოიკიდა გავლენიანი მაფიოზური სპორტული და არასპორტული კლანები.
რამდენიმე თავის კოლეგასთან ერთად ამხილა რუსეთში კორუფციის ჭაობი, რასაც შედეგად რუსეთის დისკვალიფიკაცია მოჰყვა სპორტის რამდენიმე სახეობაში.
რუსეთმა მას უარი უთხრა ვიზაზე და არ შეუშვა ქვეყანაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს.
ასე რომ, ცოტა რეალობის ნიადაგზე დაეშვით.
ლაშა ტალახაძეთი თქვენსავით მეც ვამაყობ, მაგრამ სპორტშიც და ცხოვრებაშიც წესები უნდა იქნას დაცული. და ადრე თუ გვიან გაირკვევა, ვინმე არღვევდა თუ არა ამ წესებს.
2013 წელს ტალახაძემ დოპინგის გამო ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ამიტომ ეჭვი გამორიცხული არ არის. განსაკუთრებით ძალისმიერი ამტანობის სახეობებში, ველოსპორტში, მძლეოსნობაში და ძალოსნობაში.
ჯერ ერთი ჰაგო კი არა, ჰაიო!
ჰაიო ზეპელტი ვინმე თქვენსავით უსაქმური ან ამვლელ-ჩამვლელი არ გეგონოთ!
ძალიან სერიოზული და სახიფათო სახელის მქონე ჟურნალისტია!
მთელი ცხოვრება მიუძღვნა სპორტში კორუფციის და დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლას!
დიდი გავლენების მქონე წრეები გადაიკიდა და ამჟამად სახელმწიფომ დაცვა დაუნიშნა.
სწორედ მისი იატაკქვეშა ჟურნალისტური გამოძიების წყალობით გამომჟღავნდა ბოლო ორი ათწლეულის ძალიან დიდი სკანდალი ველოსპორტში. მხილებულ იქნა ველოსპორტის ისეთი დიდი სახელის მქონე სპორტსმენები როგორიც არიან იან ულრიხი და ფლოიდ ლანდისი.
გარდა ამისა, ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ხმა აიმაღლა და დოკუმენტაციებით ამხელდა რუსეთის სპორტში არსებულ კორუფციის ჭაობს და დოპინგის გამოყენებას.
ამის გამო მას რუსეთის საგარეო უწყებამ ვიზაზე უარი უთხრა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.
ამის თაობაზე ანგელა მერკელიც ჩააყენეს საქმის ყურში.
ჰაიო ზეპელტს მინიჭებული აქვს მაღალი სახელმწიფო ჯილდო - ღირსების ორდენი და აქ ნუ კრიახობთ ურა პატრიოტები.
თქვენზე ნაკლებად არ მიყვარს საქართველო და ქართული სპორტი.
რა თქმა უნდა, ჰაიო ზეპელტი საგამოძიებო კომისია არ არის, ის ერთი ადამიანია, და შესაძლოა, ისიც ცდებოდეს. ან კიდევ, ყოველთვის ვერ გაარტყას მიზანში, მაგრამ საზოგადოებრიობის ყურადღებას აფხიზლებს და და არაა გამორიცხული, ვინმე როდესმე რამეში მხილებულ იქნას, თუკი უწესობას ჰქონდა ადგილი.
არანაირად არ ვეხები ლაშა ტალახაძეს, მის გაუგონარ წარმატებებს და არაფრის გაფიქრებაც არ მინდა, რაც ჩრდილს მიაყენებდა დიდ სპორტსმენს.

ასეთები ადამიანებშიც ურევია. ასათიანის ათის ჯიუტი პაციენტივით - გვარამია, სააკიანი, სისხლიანი 29 წელი და ა.შ.
სხვას რომ ვერაფერს ხედავს თავის ტიალ ცხოვრებაში.
აუცილებლად , აქ ორი აზრი არც უნდა იყოს.
"რამე არ გაუჩალიჩონ". "გაღლეტილი ქვეყანა"?
ვის რაში ენაღვლება სპორტსმენის წარმომავლობა?! მსოფლიოში თითქმის ყველა დიდი სპორტსმენი გაღლეტილი ქვეყნის გაღლეტილი, ღარიბი ოჯახიდან იყო.