ტალახაძის მე-5 მსოფლიო ჩემპიონობა და 3 რეკორდი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების უკანასკნელი მონაწილე - 2-გზის ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, არაერთი რეკორდის ავტორი ლაშა ტალახაძე (+109) ჩაერთო და პლანეტის საუკეთესო სპორტსმენობა მეხუთედ მოიპოვა!

ტალახაძემ, ტრადიციულად, თამასა მაღლა ასწია და ატაცის პირველ ცდაზე 210 კგ-ს შეეჭიდა. ისე ჩანდა, რომ ქართველმა ძალოსანმა ეს ძალების დაზოგვით შეძლო. აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა დიდ ნაწილს უკვე ყველა ცდა გამოყენებული ჰქონდა. ჩვენებურის კონკურენტების ბრძოლა უფრო მე-2 ადგილისთვის მიდიოდა.

ლაშას მეორე ცდა 218 კგ იყო და ატაცში ოქრო მესამე ცდამდე მოიპოვა. ტალახაძემ ოლიმპიადაზე
დამყარებულ მსოფლიო რეკორდს - 225 კგ-ით (მისივე შედეგი 223 იყო) შეუტია, ცოტათი გაუჭირდა, თუმცა წარმატებით დაძლია.

ტალახაძემ აკვრაში 247 კგ-ით დაიწყო და ჯამში უკვე მიუწვდომელი გახდა - მსოფლიო ჩემპიონობა გაიფორმა. მეორე ცდაზე ლაშამ 257 კგ დაძლია. ჩვენებურს ერთადერთი მიზანი დარჩა - საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება და 267 კგ-ს შეეჭიდა (რეკორდი 265 იყო) - მსაჯებმა მსჯელობის შემდეგ ცდა წარმატებით ჩაუთვალეს!

როგორც ცალ-ცალკე, ასევე ორჭიდის ჯამში (492 კგ) ეს 3 ახალი მსოფლიო რეკორდია. შეგახსენებთ, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ლაშას მაჩვენებელი 488 კგ იყო.

ტალახაძის ოქროს გარდა, ქართველი ძალოსნების ანგარიშზე შოთა მიშველაძის (61 კგ) ვერცხლისა და რევაზ დავითიძის (89 კგ) ბრინჯაოს მედალია.

altსანამ ტალახაძე გამოსულა - ქართველი ძალოსნების დღე


მკითხველის კომენტარები / 33 /
იუტუბზე ვუკურებდი კომენტატორის გარეშე. ვინმემ იცის სომხების მწვრთნელი რას აპროტესტებდა?
muro
17 დეკემბერი 2021 18:41
0
ყარაბაღის დაკარგვას!
aaa
17 დეკემბერი 2021 19:26
3
ტალახაძე სომეხიაო იძახდა...
მ.მ
17 დეკემბერი 2021 19:11
2
გენაცვალე ძმაო გილოცავ ამ დიდ წარმატებას შემ და მთელ სამწვრთნელო შტაბს ასევე გილოცავთ ბარბარობის დიდებულ დღესასწაულს და კიდევ მრავალი წარმატებები ქონოდეს სპორტულ ასპარეზე
ბაკური
17 დეკემბერი 2021 18:34
0
მაპატიე ლაშა! შენზე ცოტა ცუდად, რომ ვფიქრობდი და რაღაც სისულეს, რომ ვბოდიალობდი. გილოცავ ამ დიდ წარმატებას!
ნიკა გვარამია.
17 დეკემბერი 2021 18:23
4
ნამდვილი ნიკა გვარამია ეხლა ბოღმისგანაა გასიებული და მალე გასკდება ! DDD
zura222
17 დეკემბერი 2021 19:27
6
ეს არის ჩვენი სიამაყე, ჩვენი საუკეთესო ქართველი გოლიათი! დიდება ლაშას დიდება საქართველოს!
aburjga
17 დეკემბერი 2021 18:16
0
ტიპი აბულინგებს დანარჩენ მოწინააღმდეგეებს ისეთ დღეში ყავს:D
ლაშა ბერძენიშვილი
17 დეკემბერი 2021 17:56
1
სულ გამარჯვებებით გევლოს ჩვენო საამაყო, კეთილო ფალავანო!!!!!!
თემიდა
17 დეკემბერი 2021 17:10
0
მოვიდა ხუთასიიიი ცოტაცდა.მიდი ქართველო.
Zaza
17 დეკემბერი 2021 17:09
1
უკვე ლეგენდაა
R.M.
17 დეკემბერი 2021 17:04
0
რა არი 267 კილო,მაგას ნეკა თითით ავწევ:D:D
ჯიჯი
17 დეკემბერი 2021 17:03
1
ტიპებს სურვილს უკარგავს უკვე ტურნირზე მონაწილეობისას
geo-geo
17 დეკემბერი 2021 16:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული