საბა ასანიძემ აკვრაში ოქრო, ორჭიდში კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
საბერძნეთში მიმდინარე იუნიორ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საბა ასანიძემ (81 კგ) ატაცში 137/141 კგ. დასძლია და მე-6 ადგილზე გავიდა.
ძალოსანმა აკვრაში თავი 176/183 კგ-ს გაართვა და ოქროს მედალი დაისაკუთრა, ორჭიდის ჯამში დაგროვილი 324 კილოგრამით კი ბრინჯაო!
ძალოსანმა საქართველოს ნაკრებს 2022 წელს პირველი მედლები მოუტანა!