კიდევ სამი მედალი ევროპირველობაზე - ამჯერად ასანიძისგან

AutoSharing Option
2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი კახი ასანიძისგან!

ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე კახი ასანიძემ (73 კგ) ატაცში შესანიშნავად იასპარეზა. საქართველოს ნაკრების წევრმა 144/150 კგ დასძლია და ატაცში ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო.

კახიმ აკვრაში თავი 172/176 კილოგრამს გაართვა და ბრინჯაოს მედალს დაეპატრონა. კიდევ ერთი ვერცხლის მედლის მოპოვება ასანიძემ ორჭიდის ჯამში მოგროვილი 326 კილოგრამითაც შეძლო.

მედლებთან ერთად კახი ასანიძემ საქართველოს რეკორდიც დაამყარა. ძალოსანმა ატაცში საქართველოს რეკორდი 2 კილოგრამით გააუმჯობესა, რომელიც თავადვე შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზე დაამყარა.

კახი ასანიძემ თავის მედლებს უკვე დიდების
ევროპული მედლებიც შემატა!

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩემთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო,სამი მედალი.ფავორიტის ტრავმაც დაეხმარა,მაგრამ თვითონაც ძალიან ივაჟკაცა.ის მეორე ჯგუფელი საიდანღა გამოხტა,ნეტავი.ოქროს მედალი, თვალსა და ხელს შუა მოგვპარა.გიორგი ასანიძე,ნამდვილი ათლეტი იყო,კახის კი,შეხედავ და ქუჩაში ვერც შეატყობ,კუნთები თითქოს არა აქვსო.გრძელი კუნთები აქვს და ვფიქრობ ძალიან დიდი რესურსი,მოსამატებლად.ოლიმპიური ოქრო შენზეა, კახი!გილოცავ და კიდევ მეტს მოველი.ძალიან ძლიერი მეტოქეები კი გყავს,მაგრამ მამაშენმა,თვით კახი კახიაშვილს ჩამოართვა პირველობა,გაგლეჯილი მყესებით.შენც მამაშენის შვილი ხარ და შესძლებ, გაჩემპიონებას.
სოსო
17:08 01-06-2022
0
კარგი ბიჭია! ყველას ვულოცავ ვისაც გაუხარდა მისი წარმატება.
გიორგი
14:32 01-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული