მსოფლიოს არაერთგზის რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე ევროპის 2023 წლის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა. ძალოსნობის ევროპის ფედერაციამ (EWF) ლაშა ტალახაძე საუკეთესოდ სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის (AIPS) წევრთა გამოკითხვის შედეგად დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატი პარიზის ოლიმპიურ თამაშებამდე ბოლო მნიშვნელოვანი შეჯიბრებაა და ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო დატვირთვაც აქვს.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 12-კაციანი გუნდით იასპარეზებს, მათ შორის ორი ძალოსანი ქალთა ნაკრების წევრია.
geonoc.org.ge