ლაშა ტალახაძე ბულგარეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე აღარ იასპარეზებს

AutoSharing Option
რამდენიმე წუთში ბულგარეთის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობაში მძიმეწონოსნები ჩაერთვებიან, სადაც საქართველოს ნაკრებიდან 2 ძალოსანია წარდგენილი.

+109 კგ. წონითი კატეგორიის განაცხადში ლაშა ტალახაძე და ბაქარ თურმანიძე არიან, თუმცა შეჯიბრებაზე მხოლოდ ბაქარი გამოვა.

ძალოსნობის გულშემატკივარი მსოფლიოს უძლიერესი ძალოსნის, ლაშა ტალახაძის ასპარეზობას ელის, თუმცა საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ლაშა მიმდინარე ჩემპიონატს გამოტოვებს.

როგორც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ განაცხადა, ლაშა ტალახაძე რეაბილიტაციას გადის და ამ ეტაპზე, ოლიმპიადისთვის რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, ლაშას ასპარეზობა გამოირიცხა.

მოგეხსენებათ, მიმდინარე ჩემპიონატი არის პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო და
რეგლამენტის თანახმად აუცილებელია სპორტსმენის აწონვა და სტარტზე გამოცხადება. ლაშა ტალახაძემ სწორედ ეს წესი დაიცვა. 

წყარო: საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

მკითხველის კომენტარები / 9 /
დოპინგი ?
A.K.
21 თებერვალი 2024 15:16
7
ხო , დოპინგი , ნარკოტიკები და საპონი მოუპარავს კიდევ ,,გასტრანომში " . დაგიწერეს რაც და წაიკითხე . თუ ვერ იგებ , არაა აუცილებელი ყველაფერზე კომენტარი აკეთო .
gpi
21 თებერვალი 2024 21:24
1
შედეგები
https://en.wikipedia.org/wiki/2024_European_Weightlifting_Championships
ქ. გ.
21 თებერვალი 2024 05:39
0
იმედია დოპინგი არაა!
ჰაალანი!
21 თებერვალი 2024 00:11
5
კაით რა ნუ პანიკობთ გასაგებათ წერია "მოგეხსენებათ, მიმდინარე ჩემპიონატი არის პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო და რეგლამენტის თანახმად აუცილებელია სპორტსმენის აწონვა და სტარტზე გამოცხადება". ვახ რა ერი ვართ რა ეგრევე წყალში ჩაუყრით კაცს ყველაფერს ოდნავ თუ რამე ისე არ გააკეთა რაც ჩვენ გვინდა, ერთი ჩამოსხმა ვართ რა ყველა გინდა გრუზინი ვიყოთ გინდა პროევროპელი.
tobo
20 თებერვალი 2024 23:59
5
ჯერ კაით კი არა, კაი, შე უვიცკა. მერე ჩამოსხმაც ხარ და ყალიბიც. თუ გინდა პირადად მოგახსნება მაგასაც.
რეზო
21 თებერვალი 2024 00:11
2
აქ სხვა ამბავთან გვაქ საქმე და არა კომენტატორების აშკარად ეტყობოდა რომ სხვა ამბავია და იციან სიმართლე
ზვიადი
20 თებერვალი 2024 20:51
4
მერე ეგ თავიდანვე გეთქვათ, თუ აქამდე სომხებს ევაჭრებოდით
20 თებერვალი 2024 19:01
3
ხარობს მთელი ჰაიასტანი
SS
20 თებერვალი 2024 18:26
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული