მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!

AutoSharing Option
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნობაში, მძიმე წონაში ლაშა ტალახაძე კარიერაში მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.

ლაშამ ატაცში 210 და 215 კილოგრამი დაძლია, აკვრაში კი 247 და 255 კილოგრამი ასწია.

ლაშა ტალახაძემ ორჭიდის ჯამში 470 კილოგრამი დააფიქსირა.

ტურნირზე ვერცხლის მედალი სომეხ ვარაზდატ ლალაიანს ერგო, რომელმაც ორჭიდის ჯამში 467 კილოგრამი დააფიქსირა, ხოლო ბრინჯაოს მედალი ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე გორ მინასიანმა (ორჭიდის ჯამში 461 კილოგრამი) მოიპოვა.

ლაშა პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სამი ოქროს მედალი მოუტანა.


მკითხველის კომენტარები / 20 /
ყოჩაღ ლაშას, ჩვენს ყველაზე ძლიერ მამაკაცს. გადავამოწმე და ლაშა გახდა მე-6 ძალოსანი ვისაც 3ოლიმპიური ოქროს მედალი აქვს მოპოვებული. დარწმუნებული ვარ მომავალ ოლიმპიადაზე პირველი იქნება 4 ოქროთი, რადგან ოთხზის გამარჯვებული არავინ ყოფილა
დავით 67
07:20 11-08-2024
0
გილოცავ ლაშა!!!!
3 გზის ოლიმპიური ჩემპიონობა, ძალიან რთული საქმეა.
ერთი თხოვნა მაქვს შენ იმაზე მეტი გაქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისათვის ვიდრე ჩვენს ენაჭარტალა პოლიყიკოსებს ერთად (პოლიტიოსებო ყველას გეცებათ თავს ნუ გამოიტოვებთ). ამიტომ გთხოვ ჯანმრთელობას მიხედე, პირველად ვინერვიულე შენს გამოსვლაზე (ალბათ ბევრმა სხვამაც) ე.ი. რაღაც გაწუხებდა. აღარ მინდა სხვა არცერთი მედალი თუ კი მისი ფასი შენი ჯანმრთელობაა.

ოთარი
07:11 11-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული