ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ხმლით მოასპარეზე გუნდურ შეჯიბრზე საქართველოს ვაჟთა ნაკრები ოთხ საუკეთესო გუნდში შევიდა.
ქართველმა მოფარიკავეებმა მეოთხედფინალში ირანის გუნდი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-4 ადგილზეა, ანგარიშით 45:37 დაამარცხეს.
ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგის ლიდერს, სამხრეთ კორეის ნაკრებს შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა აშშ-ის მოგებით ისტორიული შედეგი დააფიქსირა და საუკეთესო 8 გუნდში შევიდა, თუმცა ახლა უკვე ირანის ძლევით ჩვენი ნაკარები საუკეთესო ოთხეულშია, რაც უპირობოდ დიდი წარმატებაა.
ისტორიული შედეგი - საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებმა აშშ დაამარცხა და საუკეთესო 8 გუნდში შევიდა