საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიული მე-4 ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ხმლით მოასპარეზე გუნდურ შეჯიბრზე საქართველოს ნაკრები მეოთხე ადგილზე გავიდა.

საქართველოს ნაკრები (სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, ვაჟა რეჭია) მესამე ადგილისათვის ბრძოლაში უნგრეთთან ანგარიშით 36:45 დამარცხდა.

საქართველოს ხმლით მოასპარეზე ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა და ტაილანდის 45:20 დამარცხების შემდეგ მსოფლიო რეიტინგის მეხუთე (აშშ 45:38) და მეოთხე (ირანი 45:37) ნაკრებებს დამაჯერებლად მოუგო.

ჩვენი ბიჭები მხოლოდ მსოფლიოს პირველ (სამხრეთი კორეა 34:45) და მესამე (უნგრეთი 36:45) გუნდებთან დამარცხდნენ.

FIE-ს გუნდურ რეიტინგში, რომელიც ხვალ გამოქვეყნდება, საქართველო რამდენიმე ადგილით დაწინაურდება. მიზანი უცვლელია
- ტოკიო 2020-ის გუნდური ლიცენზია!



საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბრავო!!! ყოჩაღ ბიჭებო!!! წარმატებებს გისურვებთ!!! ნაღდი ქართველი მუშკეტერები ხართ!!! მადლობა!!!
დათო
15:59 26-07-2018
0
ყოჩაღ ბიჭებო! გილოცავთ ამ დიდ წარმატებას! გისურვებთ ფარიკაობის სახეობის პოპულარიზაციას საქართველოში.
ლუკა
17:00 25-07-2018
0

სიახლეები პოპულარული