ბაზაძე უმედლოდ დარჩა... მეორე დასანანი მარცხი ქართველისგან...

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის პირველ დღეს ხმლით ფარიკაობაში მოასპარეზე სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში ოლიმპიადის მოქმედ ჩემპიონს, რეიტინგის მე-4 ნომერ არონ შილადთან დამარცხდა, რის გამოც მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში კიმ ჯონ ხვანთან გადაინაცვლა..

ქართველმა მოფარიკავემ შეხვედრა შესანიშნავად დაიწყო და შესვენებაზე 8:7 გავიდა, 22-ე ქულის გათამაშების შემდეგ სამხრეთ კორეელმა სპორტსმენმა ჯერ ფეხის ტრავმა მიიღო, შემდეგ გეიმში კი თავის, რის გამოც შეხვედრა რამდენიმე წუთით შეწყდა, საბოლოოდ, შეხვედრა კორეელი სპორტსმენის გამარჯვებით 15:11 დასრულდა, სანდრო კი ოლიმპიური მედლის გარეშე დარჩა.

შეგახსენებთ, ბაზაძემ პირველსა და მეორე წრეში ეგვიპტის
ორი წარმომადგენელი მოჰაბ სამერი (15:10) და ზიად ელსისი (15:12), მეოთხედფინალში კლასიფიკაციის ლიდერს, ო სან უკის (15:13) სძლია, ნახევარფინალურ დაპირისპირებაში კი არონ შილადთან 15:13 დამარცხდა.

alt სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის ბრინჯაოსმედალოსანია










მკითხველის კომენტარები / 26 /
წინ და წინ!!! ბრავო
ჯუჯი
11:19 24-07-2021
1
13-13-ზე რამოდენიმეჯერ გადავახვიე და სანდროს ეკუთვნოდა წულა 100%.რასაც ჰქვია წაართვეს ქულაც და მედალიც
საქართველო
14:40 24-07-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული