სანდრო ბაზაძე FIE-ს მსოფლიო თასის მფლობელი პირველი ქართველის მოფარიკავეა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისში დასრულებულ მოხმალავეთა მსოფლიოს თასის პირად გათამაშებაში ვაჟებში სანდრო ბაზაძემ გაიმარჯვა.

ბაზაძე ტურნირზე პლეი-ოფიდან ჩაერთო და ერთი მეორის მიყოლებით რუსი ოლეგ პეტროვსკი (15:8), უნგრელი ჩანად გემეში (15:10), კორეელი იუნჰო კიმი (15:7), იტალიელი ჯოვანი რეპეტი (15:10), ფრანგი ბოლად აპიტი (15:10) და რუსი კამილ იბრაგიმოვი (15:8) დაამარცხა.

სანდრო ბაზაძე FIE-ს მსოფლიო თასის მფლობელი პირველი ქართველი მოფარიკავეა.

28 წლის ბაზაძეს სხვადასხვა პრესტიჟულ ტურნირებზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ჰქონდა მოპოვებული, ახლა კი ოქროსაც დაეუფლა.

17 იანვარს გუნდური შეჯიბრი დაიწყება - საქართველოს ვაჟთა ნაკრები საუდის
არაბეთს, ხოლო საქართველოს ქალთა ნაკრები აზერბაიჯანს შეხვდება.

სანდრო ბაზაძე - FIE- მსოფლიო თასის მფლობელი პირველი ქართველის მოფარიკავეა
მკითხველის კომენტარები / 8 /
ვაშააააააააააა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
გილოცაააავთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ILIA
00:47 17-01-2022
0
...შენ გენაცვალე სანდრო!!! გილოცავ!!!მსოფლიო თასი???!!! წარმოუდგენელია!!! ბრავო!!! ძალიან მაგარი რომ ხარ ვიცით, მაგრამ ოქრომდე სულ ცოტა გიშლიდა ხელს!!!ყოჩაღ,  ღირსეულად აგრძელებ ქართული ფარიკაობის დიდ ტრადიციას!!!
დათო
01:11 17-01-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული