საქართველოს ნაკრებმა (სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, გოგა კაკაურიძე, ლაშა კუჭუხიძე) საწყის ეტაპზე ბელგია იოლად, 45:24 დაამარცხა, შემდეგ დრამატულ ბრძოლაში ირანს 45:44 სძლია; მეოთხედფინალში, სამწუხაროდ, უნგრეთის უძლიერს გუნდთან 23:45 წააგო და ბრძოლა მეხუთე ადგილისთვის განაგრძო.... აშშ-სთან 45:39 გამარჯვების შემდეგ ბიჭებმა საფრანგეთთან 36:45 დათმეს და მსოფლიო თასი 26 გუნდში მე-6 ადგილზე დაასრულეს.
მადრიდში დასრულებული მსოფლიო თასის შემდეგ FIE-მ (ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია) ინდივიდუალური რეიტინგი განაახლა.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია