ჩემი ყველაზე დიდი კოშმარი - ფრანგ მონაწილეს გამოსვლის დროს მკერდი გამოუჩნდა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სამხრეთ კორეაში, პიონჩანგის ზამთრის 2018 წლის ოლიმპიადის მიმდინარეობის დროს ფიგურულ სრიალში კურიოზული ფაქტი დაფიქსირდა.

ფრანგული წყვილის, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონების, გაბრიელა პაპადაკისისა და გიომ სიზერონის გამოსვლის დროს პაპადაკისს კაბა გაეხსნა.

"ჩემი კოსტიუმი გაიხსნა. ეს პირველად მოხდა, თუმცა ვცდილობდი, კონცენტრაცია არ დამეკარგა და პროგრამა სხვა ექსცესების გარეშე დამესრულებინა.

ჩემი ყველაზე დიდი კოშმარი ოლიმპიადაზე მოხდა. ეს მაშინვე ვიგრძენი. ვლოცულობდი. მხოლოდ ამის გაკეთება შემეძლო", - თქვა პაპადაკისმა გამოსვლის შემდეგ.

მოკლე პროგრამით პაპადაკისი და სიზერონი ჯერჯერობით მეორე ადგილზე არიან, ხოლო პირველ ადგილზე კანადელების წყვილი -
ტესა ვირტიუ და სკოტ მოირი არიან.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული