ისტორიული მედალი: მორის ყვითელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა მოციგურავემ, 24 წლის მორის ყვითელაშვილმა ავსტრიულ გრაცში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, კაცთა ერთეულთა თანრიგში შესანიშნავად იასპარეზა.

ყვითელაშვილმა თავისუფალ პროგრამაში 163.94 ქულა დაიმსახურა, ჯამში კი, 246.71 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა, რითაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ეს საქართველოსთვის ისტორიული მოვლენაა, რადგან ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატზე ელენე გედევანიშვილის შემდეგ ქართველ მოციგურავეს მედალი არ მოუპოვებია.

ვაჟთა ერთეულებში ასევე იასპარეზა 19 წლის ირაკლი მაისურაძემ, რომელმაც თავისუფალ პროგრამაში 140.34 ქულა მოაგროვა და მე-14 ადგილზე გავიდა. ჯამში კი, მაისურაძემ 214.47 ქულით ასპარეზობა მე-14 ადგილზე დაასრულა.

პირველ-მეორე
ადგილები ევროპის ჩემპიონატზე რუსებმა, დმიტრი ალიევმა და არტურ დანიელიანმა დაიკავეს.

გარდა ამისა, წყვილებში რიტმული ცეკვების პროგრამით იასპარეზეს მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ და 67.49 ქულა დაიმსახურეს, რითაც მე-12 ადგილი დაიკავეს, რაც კვალიფიკაციის დასაძლევად საკმარისია და ისინი 25 იანვარს კვლავ იასპარეზებენ.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ნამდვილად უდიდესი წარმატებაა.მიულოცოთ ამ თავდადებულ ქართველს და მის ოჯახს და ვუსურვოთ წინსვლა.რთულია წლები იცხოვრო და ივარჯიშო მოსკოვში.რაც მთავარია მწვრთენილი მსოფლიოში აღიარებული ეთერი თუთბერიძეა,რომელიც უამრაბ ჩემპიონებს ზრდის.
გაიხარეთ
11:57 24-01-2020
0
ენაცვალეთ თქვენ! წარმატებები!
joi zaza
11:42 24-01-2020
0

სიახლეები პოპულარული