ანასტასია გუბანოვა: შოკში ვარ - ჩემი სრიალი იდეალური არ იყო

AutoSharing Option
ქალ­თა შო­რის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტზე ოქროს მედალი საქართველოს წარმომადგენელმა, ანასტასია გუბანოვამ მოიპოვა და შემდეგ კომენტარი გააკეთა:

"ჯერ ისევ შოკში ვარ და ვერ მივხვდი, რა მოხდა. თუმცა, შრომა დამიფასდა. სრიალის წინ ძალიან ვნერვიულობდი, ფსიქოლოგიურად რთული იყო. როდესაც გამოსვლა დავასრულე, ემოციები ვეღარ შევიკავე. მიხარია, რომ საკუთარ თავს ვძლიე. არ ვფიქრობდი, მოვიგე თუ არა. ვერ ვიტყვი, რომ პროგრამა კარგად შევასრულე, ელემენტებს დიდ ყურადღებას ვაქცევდი. დღეს ჩემი სრიალი იდეალური და ბოლომდე სუფთა არ იყო".

მკითხველის კომენტარები / 9 /
ოლიმპიადაზე ცოტათი მეტი ქულა დააქუჩა,მაგრამ იქ მეტოქეებიც უძლიერესები ჰყავდა.აქ კი,დაძაბულობა აშკარად ეტყობოდა და ორი,ჩემთვისაც კი შესამჩნევი შეცდომა დაუშვა.საბედნიეროდ ,მისი მეტოქე,სულაც ორჯერ წაიქცა და გუბანოვამაც,სხვაობა შემცირების ნაცვლად,გაზარდა.პირველი დღის შემდეგ,რა თქმა უნდა ის ფავორიტად შეირაცხა და მიუჩვეველს,ლიდერის ტვირთის ტარება გაუჭირდა,თუმცა აღმოჩნდა,რომ სხვებიც ვერ უძლებდნენ ბრძოლის დაძაბულობას.მომავალ შეჯიბრებებში უფრო გაუადვილდება.მთავარია,გამარჯვებამ თავბრუ არ დაახვიოს და მუშაობას არ მოუკლოს.
სოსო
23:17 28-01-2023
2
ბიჭო რა გჭირთ თქვენ, ზოგიერთი ასე უკუღმა რატომ აზროვნებთ, ადამიანმა საქართველოს მოუტანა ევროპის ოქრო და თქვენ - რუსებს რატომ ვეხმარებით სანქციების დაძლევაშიო. გამაგიჟებთ რა.
ძლივს შესაძლებლობა მოგვეცა რუსეთისგან რაღაც ხეირი მივიღოთ და მაგაზე უარი რატომ უნდა ვთქვათ.
რუსეთი ისეთი მუხანათი და ვერაგი მტერია, მას ყველანაირად უნდა ებრძოლო, მაგასთან ყველაფერი მოსულა.
დათო
11:45 29-01-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული