უკრაინელმა ფიგურულმა მოციგურავეებმა საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილს ხელი არ ჩამოართვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუდაპეშტში გამართული ფიგურული სრიალის იუნიორების გრან პრის ეტაპზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას დუეტმა ოქროს მედალი მოიგო.

ღონისძიების შემდეგ გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე კი ქართული წყვილი უკრაინელ დუეტთან, ვიოლეტა სეროვასა და ივან ხოტბასთან მისალოცად მივიდა, თუმცა მათ მილოცვის მიღებაზე და ხელის ჩამორთმევაზე უარი განაცხადეს.

უკრაინელებმა აღნიშნულ შეჯიბრებაში მე-2 ადგილი დაიკავეს, მე-3 პოზიცია კი კანადელებმა ირგუნეს, რომლებსაც ხელის ჩამორთმევაზე უარი არ უთქვამთ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელით მოასპარეზე ორივე სპორტსმენი რუსეთშია დაბადებული და პაველ სლიუსარენკოს მეთვალყურეობით ვარჯიშობს.

მეტელკინა საქართველოს ღირსებას
2020, ხოლო ბერულავა 2019 წლიდან იცავს.
მკითხველის კომენტარები / 49 /
...
საქართველოს სახელით მოასპარეზე ჯიშგასაწყვეტ არარაობებს არ ჩამოართვა ხელი
თემო
14:54 25-09-2023
38
საქართველოს სახელით მოასპარეზე რუს სპორტსმენებს არ ჩამოართვა ხელი. ასე უფრო სწორი იქნებოდა.
ლაშა
14:28 25-09-2023
33

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული