სიდნი კროსბი პირველი აღარ არის

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნული ლიგის მოახლოებული სეზონის წინ, TSN-მ შეადგინა 2017-18 წლების სეზონის საუკეთესო ჰოკეისტთა სია.

პირველად ბოლო რვა წლის განმავლობაში, პირველი ადგილი ვერ დაიკავა "პიტსბურგის" კაპიტანმა სიდნი კროსბიმ. რეიტინგის სათავეში მოექცა "ედმონტონის" ფორვარდი კონორ მაკდევიდი.

ორი წლის წინ, მაკდევიდი ერთადერთი 22 წლამდე ჰოკეისტი იყო ამ სიაში (37-ე ადგილი), ახლა კი რეიტინგში შვიდი ასეთი მოთამაშეა: ოსტონ მეტიუსი ("ტორონტო", მე-10 ადგილი), ჯეკ აიკელი ("ბაფალო", 21), ლეონ დრაიზაიტლი ("ედმონტონი", 23), პატრიკ ლაინე ("ვინიპეგი", 26), დავიდ პასტრნაკი ("ბოსტონი", 36), ალექსანდრ ბარკოვი ("ფლორიდა", 39) და მიტჩ
გარნერი ("ტორონტო", 50).

TSN-ის რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1. კონორ მაკდევიდი (ედმონტონი)
2. სიდნი კროსბი (პიტსბურგი)
3. ერიკ კარლსონი (ოტავა)
4. პატრიკ კეინი (ჩიკაგო)
5. კერი პრაისი (მონრეალი)
6. ევგენი მალკინი (პიტსბურგი)
7. ნიკიტა კუჩეროვი (ტამპა ბეი)
8. ბრენტ ბერნსი (სან ხოსე)
9. ვიქტორ ჰედმანი (ტამპა ბეი)
10. ოსტონ მეტიუსი (ტორონტო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული