NHL. რეგულარული ჩემპიონატი ორი ჰეთ-თრიკით დაიწყო

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში საიუბილეო მე-100 სეზონი დაიწყო. პირველ სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა.

სტენლის თასის მოქმედმა მფლობელმა "პიტსბურგმა" შინ წააგო "სენტ ლუისთან" - 4:5. მატჩის ბედი ოვერტაიმის მეორე წუთზე "ბლუზის" კაპიტანმა ალექს პიეტრანჯელომ გადაწყვიტა, რომელმაც ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

ასევე 9 შაიბა გავიდა "ვინიპეგისა" და "ტორონტოს" შეხვედრაში. ამ მატჩში ინტრიგა არ ყოფილა - ტორონტოელმა სტუმრებმა 7:2 მოიგეს. სამ-სამი ქულა დააგროვეს ოსტონ მეტიუსმა და ჯეიმს ვან რიმსდიკმა (1+2). აღვნიშნოთ "ტორონტოს" ვეტერანი დებიუტანტის, პატრიკ მარლოს დუბლი.

პირველივე დღეს შესრულდა პირველი "შათაუტი" -
"ედმონტონის" მეკარე კემ ტელბოტმა 26 დარტყმა მოიგერია და არ გაატანინა "კალგარის". "ედმონტონმა" 3:0 მოიგო, რაც შარშანდელი სეზონის საუკეთესო ბომბარდირისა და მოქმედი MVP-ის, კონორ მაკდევიდის ჰეთ-თრიკის დამსახურებაა.

დღის მეორე ჰეთ-თრიკის ავტორი გახდა "ფილადელფიას" ფორვარდი უეინ სიმონდსი, რომელსაც NHL-ში 400 ქულა დაუგროვდა. მისმა გუნდმა სტუმრად "სან ხოსეს" 5:3 მოუგო.

ვინიპეგი-ტორონტო 2:7
0:3, 0:1, 2:3
გოლები
: 0:1 კადრი-1 (ჯ. ვან რიმსდიკი-1, ბოზაკი-1), 0:2 ჯ. ვან რიმსდიკი-1 (ბოზაკი-2), 0:3 ვ. ნიულანდერი-1 (გარდინერი-1, მეტიუსი-1), 0:4 მარლო-1 (მეტიუსი-2, მარნერი-1), 0:5 მარლო-2 (კადრი-1, კომაროვი-1), 0:6 მარნერი-1 (ჯ. ვან რიმსდიკი-2, რაილი-1), 1:6 შაიფლი-1 (ლაინე-1, ბაფლინი-1), 1:7 მეტიუსი-1 (კერიკი-1, ბორგმანი-1), 2:7 მ. პერო-1 (ლიტლი-1).

პიტსბურგი-სტ. ლუისი 4:5 (ო)
1:2, 1:1, 2:1, 0:1
გოლები
: 1:0 შულცი-1 (კროსბი-1, გიუნტცელი-1), 1:1 ბ. შენი-1 (გუნარსონი-1, შვარცი-1), 1:2 პარაიკო-1, 2:2 მაატა-1 (რასტი-1, მალკინი-1), 2:3 პიეტრანჯელო-1 (სობოტკა-1, შჩასტნი-1), 2:4 შჩასტნი-1 (სობოტკა-2, ტარასენკო-1), 3:4 კროსბი-1 (გიუნტცელი-2, მალკინი-2), 4:4 შირი-1 (მაკკეგი-1, რასტი-2), 4:5 პიეტრანჯელო-2 (ბ. შენი-1, შვარცი-2)

ედმონტონი-კალგარი 3:0
1:0, 0:0, 2:0
გოლები
: 1:0 მაკდევიდი-1 (დრაიზაიტლი-1, მარუნი-1), 2:0 მაკდევიდი-2, 3:0 მაკდევიდი-3 (დრაიზაიტლი-2, ლუჩიჩი-1).

სან ხოსე-ფილადელფია 3:5
2:2, 0:1, 1:2
გოლები
: 0:1 ჟირუ-1 (ვორაჩეკი-1), 0:2 ვილი-1 (კონეჩნი-1, გოსტისბეერი-1), 1:2 ლაბანკი-1 (დილონი-1, პაველსკი-1), 2:2 ლაბანკი-2, 2:3 სიმონდსი-1 (გოსტისბეერი-2, ვორაჩეკი-2), 3:3 კუტური-1 (ჯ. ტორნტონი-1, ბერნსი-1), 3:4 სიმონდსი-2 (ვორაჩეკი-3, გოსტისბეერი-3), 3:5 სიმონდსი-3 (კუტურიე-1).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული