ფოტო: facebook.com/GIHNF/
23 აპრილს მეხიკოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა B ჯგუფის მეორე მატჩი მასპინძელ მექსიკასთან გამართა და ანგარიშით 3:2 მოიგო.
ჩვენი მხრიდან სამივე გოლი ალექსანდ ვასილჩენკომ გაიტანა. გუნდებს შორის პირველი პერიოდი 1:1 დასრულდა, ხოლო მეორე პერიოდი საქართველომ 1:0 მოიგო; მესამე პერიოდი კვლავ 1:1 მორჩა და საბოლოოდ გამარჯვება როლანდ სვანიძის შეგირდებს დარჩათ.
აღსანიშნავია, რომ B ჯგუფში ვასილჩენკო გატანილი გოლებით 1-2 ადგილს ჩრდილოკორეელ რიმ ჰონგ ჩუნთან 4-4 გოლით იყოფს.
სატურნირო მდგომარეობა ამ დროისთვის ასე გამოიყურება:
1. ისრაელი 2 6 2 0 0 0 11:6
2. ისლანდია 2 3 1 0 0 1 11:6
3. ახალი ზელანდია 2 3 1 0 0 1 10:7
4. ჩრ. კორეა 2 3 1 0 0 1 9:12
5. საქართველო 2 3 1 0 0 1 7:11
6. მექსიკა 2 0 0 0 0 2 4:10
მომდევნო მატჩს საქართველოს ჰოკეის ნაკრები 24 აპრილს, ჩვენი დროით 22:00 საათზე ახალ ზელანდიასთან გამართავს.