რუსეთის ჰოკეისტთა ნაკრები ისევ ვერ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში

AutoSharing Option
ბრატისლავაში, ჰოკეიში მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში რუსეთის ნაკრები ფინეთთან 0:1 დამარცხდა და უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ ბრინჯაოს მედლებს დაეუფლება.

რუსებმა თავიანთი საუკეთესო გუნდი შეკრიბეს, "სუომი" კი ევროპაში მოასპარეზე მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული და მაინც გაიმარჯვა.

სხვათა შორის, რუსეთი ბოლოს მსოფლიოს ჩემპიონი 2014 წელს გახდა, 2015 წლის შემდეგ კი ფინალში ვერ გადის.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ცივსისხლიანი, წყნარი, გონიერი ერი, რომელმაც უკვე მერამდენე ომი მოუგო რუსეთს.
emigranti
02:39 26-05-2019
1
ვაა!.. მსოფლიო დონის ნიუსი!.. -მაგრად გამეხარდა, -ხვალ საჭმელს არ შევჭამ, სიგარეტში 6 ლარს არ გადავიხდი, ელ-ენერგიის და კომუნალურების გადასახადებს აღარ გადავიხდი, დოლარი სამი პინქტით დაეცემა, სამომხმარებლო კრედიტები გაიაფდება და გამარტივდება, შიდა ქართლში სადემარკაციო ზოლი მოიხსნება, რუსეთთან უვიზო რეჟიმი დაწესდება.., -იმიტომ, რომ რუსეთის ჰოკეისტთა ნაკრებმა წააგო!!! -უუუფ!!! რა გეშველებათ თქვე ტვინგამორეცხილებო! საღამოს რომ გვაჯახეთ მყისიერად ეგ ნიუსი, მასე წარმატებით კი არა და, კვირაში ერთი ნორმალური სტატია რომ მიუძღვნათ ჩვენს 20 წლამდელ რაგბისტებს, არ იქნება ცუდი, კარს მომდგარი აქვთ მსოფლიო თასი! არ მკიდია რუსეთი სად წაიმტვრევს ცხვირპირს?! მაგით ჩვენ რა?!..
ტორინო
00:37 26-05-2019
43
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული