ბელარუსის პრეზიდენტმა ალეკსანდრ ლუკაშენკომ კორონავირუსის გამო სპორტული ღონისძიებები არ შეაჩერა და საწარმო "ბელგიპსის" შრომით კოლექტივთან შეხვედრაზე შემდეგი განაცხადა:
"მე იმავე ცხოვრებით ვცხოვრობ, როგორითაც აქამდე ვცხოვრობდი. გუშინ ჰოკეის გუნდთან ერთად ვივარჯიშე. ერთმანეთს ვხვდებით, ხელს ვართმევთ, ვეხვევით, ვურტყამთ და ა.შ.".
მან ერთ-ერთ ადგილობრივ ტელეარხთან კომენტარიც გააკეთა:"სჯობია ფეხზე მდგომი მოკვდე, ვიდრე მუხლებზე დაჩოქილი. რატომ არ უნდა ვითამაშოთ? აქ არავითარი ვირუსი არ არის. თქვენ ხომ არ შეგიმჩნევიათ, რომ ისინი დაფრინავენ? მეც ვერ ვხედავ. სპორტზე უკეთესი ანტივირუსული წამალი არ არსებობს".
ბელარუსი ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, სადაც
ფეხბურთის ჩემპიონატი არ შეჩერებულა.
ჯანმრთელობას გისურვებთ და ბევრ სიხარულს!