რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება ჩამოართვეს

AutoSharing Option
რუსეთს 2023 წელს ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება ჩამოართვეს, - ამის შესახებ ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია საიტით იტყობინება.

ეს გადაწყვეტილება ციურიხში გამართულ IIHF-ის სხდომაზე იქნა მიღებული.

"ვზრუნავთ რა ტურნირზე მონაწილე ყველა მოთამაშის, ოფიციალური პირის, ჟურნალისტისა და გულშემატკივრის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, ჰოკეიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში არ ჩავატაროთ", - ნათქვამია განცხადებაში.

ტურნირი 2023 წლის 5-დან 21 მაისამდე სანქტ-პეტერბურგში უნდა გამართულიყო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული