რუსეთის ჰოკეისტთა ნაკრების მეკარე ივან ფედოტოვი დაკავების შემდეგ სამხედრო კომისარიატში გადაიყვანეს. მან მოსკოვის ცსკა-სთან კონტრაქტი გაწყვიტა და კარიერის "ფილადელფია ფლაიერსში" გაგრძელება უნდოდა.
მეკარეს ბრალი სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის თავის არიდებაში დასდეს და რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლის მიხედვით, ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. ჰოკეისტმა კომისარიატში თავი შეუძლოდ იგრძნო და ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ივანს გასტრიტი გაუმზვავდა და მკურნლობას საჭიროებდა. ფედოტოვს ორი არჩევანი დარჩა - ან სასამართლოს წინაშე უნდა წარმდგარიყო ან სამხედრო მოსამსახურე გამხდარიყო.
დღეს ადვოკატმა მედიას აცნობა,
რომ თავისი კლიენტი ჰოსპიტალიდან ღამით ქალაქ სევერომორსკის სამხედრო ნაწილში წაიყვანეს, რომელიც არქტიკულ წრესთან მდებარეობს.