საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ფინეთთან ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის მატჩებისთვის ემზადება.
ორმატჩიანი პლეი-ოფის პირველი შეხვედრა 5 იანვარს, 19:00 საათზე თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
მთავარმა მწვრთნელმა სანდუ ფლორინ იაკობმა შეკრებაზე 16 ხელბურთელს უხმო. წინა მატჩებისგან განსხვავებით, სამი მოთამაშეა შეცვლილი: გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდებიან ხაზეინ რუსტამოვი და ნიკოლოზ კალანდაძე, ხოლო გამოცდილმა რატი მსხვილიძემ სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
ჩვენს ნაკრებს უბრუნდება ერთ-ერთი ლიდერი, შვეიცარიის 10-გზის ჩემპიონ
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
გიგა ტორონჯაძე (ბსბ), ზურაბ ცინცაძე, რევაზ ჭანტურია, მირიან გავაშელიშვილი (სამივე „პრილეპი“, ჩრდ. მაკედონია), გიორგი ცხოვრებაძე („ვინტერთური“, შვეიცარია), გიორგი დიხამინჯია („ლიუბენაუ“, გერმანია), ერეკლე არსენაშვილი („სპორტინგი“, პორტუგალია), ირაკლი ჩიქოვანი („კონსტანცა“, რუმინეთი), თეიმურაზ ორჯონიკიძე („კოკსი“, ფინეთი), აკაკი პატაშური („არგოსი“, საბერძნეთი), ირაკლი კბილაშვილი („სუჩავა“, რუმინეთი), ზურაბ აბრამიშვილი, ირაკლი გოგოლაძე, უჩა მაისურაძე (სამივე ბსბ), ლექსო წითელიშვილი, ზურაბ სიმონია ( ორივე „ქუთაისი“)
საქართველოს ხელბურთის ფედერაცია