საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპირველობის მიღმა დარჩა

AutoSharing Option
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის განმეორებით მატჩში სტუმრად ფინეთთან 23:30 დამარცხდა და კონტინენტის პირველობაზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.

საქართველოს ნაკრებიდან გოლები გიორგი დიხამინჯიამ (5), თეიმურაზ ორჯონიკიძემ (4), მირიან გავაშელიშვილმა (3), უჩა მაისურაძემ (3), სანდრო დარსანიამ (3), ზურაბ აბრამიშვილმა (2), ირაკლი გოგოლაძემ (2) და ზურიკო სიმონიამ (1) გაიტანეს.

თბილისში ფრედ დასრულებული (22:22) შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 7 წამყვანი მოთამაშე გამოაკლდა, რამაც გუნდზე უარყოფითად იმოქმედა.

ევროპირველობაზე ფინეთის ნაკრები იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
კორუმპირებული ფედერაცია და ნაკრებში დინასტიის ხათრით გამოძახებული შემადგენლობა ვერასოდეს ვერაფერს იხეირებს! ჩაქუჩას დრო სანატრელი გახდა!
ლადო
21:31 09-01-2022
8
დაბალი დონის ნაკრები გვყავს, ხელბურთში ვერა და ვერ გააკეთეს საშუალოზე დაბალი დონის ნაკრები, რეალურად გვყავს დაბალი დონის ნაკრები, სათამაშო გუნდური სახეობებიდან ამ სპორტს ვერ ეშველა. მარტო ეგ არაა მიზეზი რომ მოთამაშეები გვაკლდნენ, მსოფლოს შესარჩევში იგივე ფინეთმა და ესტონეთმაც გვაჯობა. ლეგიონერების გარეშე ამ სპორტის განვითარებას აზრი არ აქვს, აიღეთ მაგალითი წყალბურთისგან, იგივე ფუტზალისგან კარგი იქნებოდა.
zaza
20:48 09-01-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული