ცინცაძის გმირობანი - საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობაზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე ტურში, საქართველოს ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინა 22:19 დაამარცხა.

ტიტე კალანდაძის გუნდი თავიდან 6 ბურთის სხვაობით აგებდა, მაგრამ გარდატეხა მოახერხა და პირველი ტაიმი 9:9 დასრულდა. შესვენების შემდეგ ბოსნია 3 ბურთით დაწინაურდა, შემდეგ მეკარე ზურაბ ცინცაძემ ზედიზედ ორი პენალტი მოიგერია, ორჯერ დამატებაზე არ გაატანინა მეტოქეს, ორჯერ საგოლე პასი გააკეთა, ქართველმა ხელბურთელებმა შეტევაში თამაში ისევ გამოასწორეს და გაიმარჯვეს.

Sportall.Ge

ჩვენი გუნდიდან 7 გოლით ყველაზე შედეგიანი გიორგი ცხოვრებაძე იყო, 5 გოლი გიორგი დიხამინჯიამ გაიტანა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ცინცაძე გახდა.

E
ჯგუფში ტურნირის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ერთი მატჩი მოიგო და მესამე ადგილზე გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
მადლობა ბიჭებო!!! ძალიან გაახარეთ მთელი საქართველო. სულ გამარჯვების გზაზე გევლოთ!!!
alexandre
23:52 15-01-2024
0
Გილოცავთ!
გიორგი - 11
22:52 15-01-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული