ავთანდილ ხურციძის დედა: ჩემს შვილს სახელმწიფო ყურადღებას არ აქცევს

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული ქართველი სპორტსმენის, ავთანდილ ხურციძის დედა გუშინდელი სასამართლო პროცესით იმედგაცრუებულია. მაყვალა ხურციძის განცხადებით, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ ავთანდილ ხურციძეს სასამართლო გუშინ დარბაზიდან გაათავისუფლებდა, თუმცა პროცესი კიდევ რამდენიმე თვით გადაიდო.

როგორც მაყვალა ხურციძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მის შვილს სახელმწიფო ყურადღებას არ აქცევს და შესაბამისად, მისი უდანაშაულობის დამტკიცება გაჭიანურდა. ამასთან მისი თქმით, ადვოკატის დაქირავება თავად მოუხდათ.

"ადვოკატის მომსახურება, რომელიც იმ ქვეყანაში ძალიან ძვირი ღირს, სამეგობროში აკრებილი ფულით მოვახერხეთ. ისე ვერ შევძლებდით ელემენტარულად ადვოკატის დაქირავებასაც კი. ნუთუ ჩემს შვილს საქართველოსთვის რაიმე
ამაგი არ აქვს?" - განაცხადა მაყვალა ხურციძემ.

ის იმედს გამოთქვამს, რომ "სახელმწიფო დაინტერესდება წარმატებული ქართველი სპორტსმენის ბედით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი კარიერა განწირულია".

აშშ-ში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი ნოემბრამდე გადაიდო.

ნიუ-იორკში, მიმდინარე წლის ივლისში, 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორის იყო ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს, ხურციძეს კი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 1 /
პატრონი არ ყავს და ისენიც პროკურატურის ყველა ვერსიას იჯერებენ, 6 თვე წინასწარი პატიმრობა შეიძლება? თუ ეგეთი დამნაშავე იყო სამ თვეში ვერ დაამტკიცეს? არადა ჩვენ გვაწვებოდნენ ეგენი თუ გახსოვთ უგულავას საქმეზე, მაგხელა წინასწარი პატიმრობა როგორ შეიძლებაო.. თვითონ კი რაც აწყობთ აკეთებენ იმას
დათო
16:50 09-09-2017
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული