ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: ქართველების ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო

AutoSharing Option
ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო - ასეთი შედეგით დაასრულეს ასპარეზობა ქართველმა მოკრივეებმა (მთავარი მწვრთნელი ბექა ლობჟანიძე, მწვრთნელი ნიკოლოზ იზორია) ბულგარულ ალბენაში, სადაც გუშინ, 25 სექტემბერს დამთავრდა ახალგაზრდა მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი.

უკვე გაუწყეთ, რომ გორელი მამუკა აბულაძე ნახევარფინალში ბორის კარიბიანთან (რუსეთი) დამარცხდა და მესამე ადგილს დასჯერდა.

გუშინ ფინალში ორი ჩვენებური გავიდა რინგზე და, სამწუხაროდ, ორივემ წააგო: 46 კილოში რუსთაველმა ლუკა კუბლაშვილმა დათმო პაექრობა ბულგარელ ერგიუნალ სებანტინისთან, ხოლო 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ხობელ ბაკურ ჩიქოვანს უსმან მაგამადოვმა (რუსეთი) მოუგო.

"მართალია, ოქროს მედალი
ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ შედეგით მაინც კმაყოფილი ვარ, - გვითხრა ბექა ლობჟანიძემ, რომელსაც გუშინ ალბენაში შევეხმიანეთ. - ისეთ ქვეყნებს გავუსწარით, როგორებიცაა ინგლისი, გერმანია, იტალია, თურქეთი, უნგრეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და სხვები, რომლებსაც ფინალში მონაწილე არ ჰყოლიათ. ნახევარფინალსა და ფინალში არბიტრებს მეტი ობიექტურობა რომ გამოეჩინათ, აბულაძესა და ჩიქოვანს უკეთესი ხარისხის მედლები შეხვდებოდათ.

ყოველივეს მიუხედავად, როგორც გითხარით, კმაყოფილი ვარ. სპორტის სამინისტრომ და კრივის ეროვნულმა ფედერაციამ ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ყველა პირობა შეგვიქმნეს. დიდი მადლობა ბიჭებსა და მწვრთნელებს, რომლებმაც წარმატებისთვის ყველაფერი გაიღეს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული