ბრაზილიაში UFC-ის მებრძოლმა გოგონამ, 26 წლის პოლიანა ვიანამ მძარცველი დაუნდობლად სცემა.
მძარცველს ვიანასთვის მობილური ტელეფონის წართმევა დაუპირებია, რის შემდეგაც მაგრად გაულახავს და პოლიციისთვის ჩაუბარებია.
პოლიციამ უხეირო მძარცველი ჯერ კლინიკაში გადაიყვანა, შემდეგ კი საპატიმროში.
ვიანამ დაიჩივლა, რომ მძარცველის ცემისას ხელი იტკინა და ანალოგიური ინციდენტი ადრეც შემთხვევია.