ჯოშუამ და რუისმა ბრძოლისწინა დუელი გამართეს - ბრიტანელი ქამრების დაბრუნებას ეცდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
WBA, IBF და WBO ვერსიით მძიმე წონაში საჩემპიონო ბრძოლა 7 დეკემბერს საუდის არაბეთში გაიმართება, იქამდე კი ჩემპიონი რუისი და პრეტენდენტი ჯოშუა ჩხუბის წინ ერთმანეთს შეხვდნენ, თვალების დუელი გამართეს და პრესკონფერენციაც ჩაატარეს, რომელზეც მხოლოდ პრომოუტერ ენდრი ჰირნის შეკითხვებს უპასუხეს.

მოგეხსენებათ, 1-ელ ივნისს გამართულ ბრძოლაში მსოფლიო კრივის ისტორიის ერთ-ერთი დიდი სენსაცია მოხდა. ჩემპიონის ქამრები რუისმა ჯოშუას წაართვა და მას შემდეგ ჩემპიონობაც შეიფერა, ახალი სახლი და "როლს როისიც" იყიდა.

პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, ეს საჩემპიონო მატჩი საუდის არაბეთში გაიმართება, ნეიტრალურ გარემოში და ადგილის შერჩევის
მთავარი მიზეზი ფულადი საკითხი იყო, აქ ჩატარებული ჩხუბით მებრძოლები და პრომოუტერი უფრო მეტს მიიღებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული