WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა სუპერმძიმე წონაში დეონტეი უაილდერმა რომის პაპთან, ფრანცისკ I-თან შეხვედრაზე ისაუბრა.
"ჩემთვის დიდი პატივი იყო რომის პაპთან, ფრანცისკ I-თან შეხვედრა. საუბრის დროს გავიგე, რომ თურმე ის კრივის დიდი გულშემატკივარია. ეს გასაოცარი იყო. ახლაც კი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. მინდა ადამიანებს მოვუყვე ჩვენი შეხვედრის შესახებ", - თქვა უაილდერმა Boxing Scene-თან.