Boxing News-მა დეკადის საუკეთესო ბრძოლა დაასახელა

AutoSharing Option
ავტორიტეტულმა გამოცემა Boxing News-მა დეკადის საუკეთესო ბრძოლა დაასახელა.

ბოლო ათწლეულის საუკეთესო ბრძოლა გამოცემის აზრით სუპერმძიმე წონაში უკრაინელი ვლადიმირ კლიჩკოსა და ბრიტანელი ენტონი ჯოშუას შორის გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა ლონდონში "უემბლის" სტადიონზე 2017 წლის 29 აპრილს გაიმართა და მე-11 რაუნდში ბრიტანელის ნოკაუტით გამარჯვებით დასრულდა. ამით ჯოშუამ WBA, IBO და IBF ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ქამრები მოიპოვა.

ეს ბრძოლა უმცროსი კლიჩკოს კარიერაში უკანასკნელი აღმოჩნდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული