ჯოშუა პულევს "არსენალის" სტადიონზე შეხვდება

AutoSharing Option
ედი ჰირნი, რომელიც WBA-ს, WBO-სა და IBF-ის მძიმეწონოსან ენტონი ჯოშუას წარმოადგენს, აცხადებს, რომ ენტონი ბულგარელ კუბრატ პულევს ინგლისში შეხვდება.

"ჩვენ ვაპირებთ ბრძოლა ჩრდილოეთ ლონდონში ჩავატაროთ. უპირატესობას "ტოტენჰემ ჰოთსპურის" სტადიონს მივანიჭებდით. თუმცა ჩვენ "არსენალის" წარმომადგენლებს შევხვდით და მათ გვკითხეს: "როგორ შეიძლება ეს ბრძოლა ჩვენთან ჩავატაროთ?" გული მიგრძნობს, "არსენალი" მზად არის სტადიონი გამოგვიყოს." - ციტირებს ჰირნს boxingscene.

წინასწარი ინფორმაციით, ბრძოლა 13 ან 20 ივნისს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული