გარდაიცვალა როჯერ მეივეზერი - ადამიანი, ვინც ფლოიდ მეივეზერი ფენომენად აქცია

AutoSharing Option
ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოკრივეს, ამერიკელ ფლოიდ მეივეზერს ნამდვილად არ აქვს ცხოვრების საუკეთესო მომენტი: გასულ კვირას მისი ყოფილი მეგობარი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო გუშინ, 17 მარტს, მისი ოჯახისა და კარიერის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა - როჯერ მეივეზერი გარდაიცვალა. 

როჯერი, ფლოიდის მწვრთნელი და ბიძა, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამერიკული ტაბლოიდი TMZ ავრცელებს: "როჯერი - ფლოიდის გუნდის უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო. ზუსტად მან შექმნა მეივეზერის გლობალური ფენომენი. ბევრი სწორედ როჯერს მიიჩნევს კრივის საუკეთესო მწვრთნელად."

ფლოიდის ბიძას მწვრთნელობამდე მეტ-ნაკლებად წარმატებული მოკრივის კარიერაც ჰქონდა. ის
ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი სხვადასხვა წონით კატეგორიაში: მეორე ნახევრად საშუალო წონაში WBA-ს ვერსიით 1983-84 წლებში, ხოლო პირველ ნახევრად საშუალო წონაში WBC-ის ვერსიით 1987-98 წლებში. 

შეგახსენებთ, 11 მარტს ფლოიდის ყოფილი მეგობარი გოგონა და მისი 3 შვილის დედა ჯოუზი ჰარისი თავის მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. 

altმეივეზერის ყოფილი მეგობარი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს - ფლოიდს მისგან 3 შვილი ჰყავს

altმეივეზერი ფეხბურთით დაინტერესდა და "ნიუკასლს" ყიდულობს

altარქივი: მეივეზერმა მოწინააღმდეგე მობოდიშების დროს დაანოკაუტა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
მეტ-ნაკლებად წარმატებული მოკრივის კარიერა-ის
ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი
DATO
12:12 18-03-2020
0
ორ წონაში მსოფლიოს ჩემპიონი,მეტ ნაკლებად წარმატებულია?სამ წონაში ჩემპიონი,მხოლოდ ლასლო პაპი იყო და ისიც, მგონი მოყვარულებში.
სოსო
10:26 19-03-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული