მეივეზერი მწვრთნელობას იწყებს - იქნება კრივის ზიდანი?

AutoSharing Option
AUTO PLAY
43 წლის ექს-ჩემპიონმა 5 წონით კატეგორიაში, ფლოიდ მეივეზერმა გადაწყვიტა, ახლახანს გარდაცვლილი ბიძის საქმიანობას მიჰყვეს და მწვრთნელი გახდეს. ამის შესახებ მოკრივემ სოც.ქსელების მეშვეობით დაანონსა. ფლიდმა დადო ვიდეო, სადაც თავის ნათესავს "თათებზე" ვარჯიშებს. შეგახსენებთ, ფლოიდი მთელი თავისი ცხოვრება ოჯახურ წრეში ვარჯიშობდა - მთავარი მწვრთნელი იყო მამამისი ფლოიდ მეივეზერი უფროსი და დამხმარე მწვრთნელი - ბიძამისი - როჯერ მეივეზერი.

"ეს ჩემი პირველი სამწვრთნელო დღეა, ჩემს ნათესავ კრისთან, რომელიც 14 წლისაა და არასდროს დაკავებულა კრივით. ხოლო "თათებზე" მეორედ ვმუშაობ. პირველად ჩემ უფროს ვაჟიშვილს კრისს დავუჭირე,
რომლის ვიდეოც ადრე დავპოსტე. ბევრმა იცის, რომ მე გამორჩეული მწვრთნელები მყავდა მამისა და ბიძის ჩათვლით. როცა როჯერი გარდაიცვალა, ვიგრძენი, რომ გამიჩნდა დახმარების სურვილი, მინდა ადამიანებს ისე დავეხმარო, როგორც ის მეხმარებოდა მე.

თვითიზოლაციისა და დისტანცირების პერიოდში ბევრი დრო მქონდა მეფიქრა თუ როგორ შემძლია შევცვალო ჩემი ცხოვრება და ჩემს ახლობლებს სხვანაირად დავეხმარო. მინდა სამყაროში ჩემი კვალი დავტოვო და ადამიანებს საკუთარი პოტენციალი დავანახო. ამ საქმიანობაში ახალბედა ვარ, შესაბამისად დამწყებ მოკრივეებთან ვივარჯიშებ და მათთან გავიზრდები. მაგრამ გპირდებით, რომ მე ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი გავხდები. შთააგონე და შთაგონდი." - წერს ფლოიდი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული