ის ხულიგანი პრანკერი იყო, ქუჩაში გამვლელებს სცემდა და ბოლოს მძიმე წონის ჩემპიონი გამოიწვია, შემდეგ კი ეს მოხდა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩარლი ზელენოვი მოყვარული მოკრივეა, რომელიც "იუთუბში" სხვადასხვა სახის პრანკს დებდა. ძირითადად, ის უსამართლოდ იქცეოდა და ისეთ ადამიანებთან სპარინგობდა, ვინც ორთაბრძოლის არაფერი იცოდა. პოპულარულიც იმით გახდა ჩარლი, რომ ღია სივრცეში ათავსებდა ვიდეოებს, სადაც სუსტ და უცოდინარ "მოწინააღმდეგეებს" ანადგურებდა.

მოგვიანებით, მან დაიწყო ცნობილი მოკრივეების გამოწვევა. გაავრცელა ჭორი, რომ გენადი გოლოვკინთან ისპარინგა და სპარინგის დროს დაანოკდაუნა, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. გენადი მას არასდროს შეხვედრია და მით უმეტეს, არც უსპარინგიათ. 2014 წლიდან ზელენოვმა მაშინდელი მსოფლიო ჩემპიონის, დეონტეი უაილდერის დაცინვა და
გამოწვევა დაიწყო. მოკრივე თავდაპირველად ყურადღებას არ აქცევდა, თუმცა, როცა ჩარლი ყველანაირ საზღვარს გასცდა და უაილდერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილზეც დაიწყო ირონიული საუბარი, მოკრივეს მობეზრდა პრანკერის უზრდელი საქციელები და დარბაზში უხმო.

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, უაილდერმა ხელშეკრულების გაფორმება მოსთხოვა, რომლის მიხედვით, ჩარლი სპარინგის შემდეგ მას არ უჩივლებდა. სპარინგი შედგა და ზელენოვს დეონტეიმ ადგილი მიუჩინა.

"თქვენ შეგიძლიათ იყოთ კრიტიკოსები და ისაუბროთ გარკვეულ თემებზე, თუმცა ყველაფერს აქვს ზღვარი. ჩარლის კრიტიკა სხვა რამეში გადაეზარდა. არის თემები, რომლებსაც არ უნდა შეეხოთ. ასეთია ჩემი რასა და ჩემი ქალიშვილი." - განაცხადა უაილდერმა ESNews-თან საუბარში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
გული მომფხანა უაილდერმა,თუმცა გამეტებით არც ერთხელ არ გაურტყია.ამისთანებს ასე უნდათ.
სოსო
12:58 01-06-2020
0
ეს ტიპი დიდი ნაბ@@@რია. უკვე ბევრჯერ იცემა მაგრამ ისე არა როგორც სასჭიროა :)))
საბა
12:37 01-06-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული